სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „ბიბლიის სინოდალური თარგმანის 150 წლისთავი: ტრადიციები და თანამედროვეობა“
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 16.02.2026. 2026 წლის 16 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივმა პალატამ ქრისტიანული სარწმუნოებათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის ეგიდით უმასპინძლა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე „ბიბლიის სინოდალური თარგმანის 150 წლისთავი: ტრადიციები და თანამედროვეობა“.
კონფერენციას უძღვებოდნენ რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის ეთნიკურ, რელიგიურ ურთიერთობებსა და მიგრაციასთან დაკავშირებული კომისიის თავმჯდომარე ვ.იუ. ზორინი და ცენტრალიზებული რელიგიური ორგანიზაციის, ევანგელისტური სარწმუნოების ქრისტიანთა (ორმოცდაათიანელთა) რუსეთის გაერთიანებული კავშირის თავმჯდომარე ეპისკოპოსი ს.ვ. რიახოვსკი. მათ დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვა წარუდგინეს.
ასევე წაიკითხეს რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ა.ვ. ბუგაევის მისასალმებელი სიტყვა.
შემდეგ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის თანათავმჯდომარემ. ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ; მან აღნიშნა: „საუკუნე-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც გამოჩენილმა თეოლოგებმა და მეცნიერებმა ჩვენს ხალხს რწმენისა და ცოდნის საგანძური აჩუქეს – წიგნთა წიგნი, ღვთის სიტყვა, ჩვენს მშობლიურ ენაზე დაწერილი და გაცილებით ადვილი აღსაქმელი. სწორედ ამ თარგმანით იცნობს და კითხულობს ბიბლიას მილიონობით რუსულენოვანი ადამიანი, როგორც ჩვენს სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წარსულში ეს სინოდალური თარგმანი ხალხს რწმენის განმტკიცებაში დაეხმარა და საფუძველი ჩაუყარა რელიგიური ცხოვრების შემდგომ აღორძინებას რუსეთში ათეისტური პერიოდის შემდეგ. დღესაც, წმინდა წერილი, როგორც ყოველთვის, საზოგადოებისთვის ზნეობრივი ორიენტირებისა და სინდისის წყაროდ რჩება“.
მღვდელთმთავარმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მოსკოვის მიტროპოლიტის, წმინდა ფილარეტის (დროზდოვი) მოღვაწეობის მნიშვნელობას, რომელიც წმინდა წერილის რუსულ ენაზე თარგმანის შექმნაზე იყო მიმართული.
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ აღნიშნა ბიბლიის სინოდალური თარგმანის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობა და რუსეთში სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლების მონაწილეობა: „დღევანდელი დისკუსიის მიზანი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ისტორიული ანალიზით. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ბიბლიური ტექსტის აქტუალურობასა და მუდმივ ძალას, როგორც ცოცხალ ორიენტირს, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს ერთობა და ურთიერთგაგება თანამედროვე განსაცდელებისა და კრიზისების პირობებში. სწორედ ამით ვხდებით ჩვენ წმინდა ფილარეტის მემკვიდრეობის მატარებლები“.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვებით ასევე გამოვიდნენ: მეშვიდე დღის ადვენტისტი ქრისტიანების გენერალური კონფერენციის ევროაზიის განყოფილების თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამთავრობო უწყებებთან, საზოგადოებრივ და რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთქმედებისთვისო, იუ. გონჩაროვი; პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის აღმასრულებელი ოფისის რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების დეპარტამენტის უფროსი, ე. ვ. ერემინი; მოსკოვის ეროვნული პოლიტიკისა და რეგიონთაშორისი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მოსკოვის რელიგიურ ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კ. ლ. ბლაჟენოვი; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ინსტიტუტთან არსებული რელიგიისა და საზოგადოების შესწავლის ცენტრის დირექტორი, რ.ნ. ლუნკინი; რუსეთის ბიბლიური საზოგადოების პრეზიდენტი, ა.ვ. ბარანიუკი.
კონფენეციაში მონაწილეთა შორის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებიდან, იყვნენ სსკგ-ის მდივანი ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების საკითხებში, მღვდელმონოზონი სტეფანე (იგუმნოვი) და სსკგ-ის სამდივნოს თანამშრომელი ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების საკითხებში, მღვდელმონოზონი მარკოზი (ახმატხანოვი).
სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ვლადიმერ პროვოროვი, ევანგელურ-მორწმუნე ქრისტიანთა რუსეთის ეკლესიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ი.ი. ბორიჩევსკი, რუსეთის ევანგელურ-ბაპტისტურ ქრისტიანთა კავშირის თავმჯდომარე პ.ვ. მიცკევიჩი, ინგირის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის მეთაური ეპისკოპოსი ივანე ლაპტევი და სხვა მოწვეული სტუმრები.
მუშაობა გაგრძელდა თემატური სექციების ფარგლებში: „სინოდალური თარგმანის ისტორია: პიროვნებები, საზოგადოებები, ტექსტოლოგია“, „სინოდალური თარგმანი და რუსული კულტურა: არისტოკრატიიდან ყოველდღიურობამდე“, „თარგმანი და მისია: განათლება, განმანათლებლობა, სოციალური მსახურება“, „ეკუმენური დიალოგი და ქრისტიანთა ერთობა“, „რუსული ბიბლიის მომავალი“.