მოსკოვის საპატრიარქო
მალავის ეროვნულ ენაზე გამოიცა ლოცვანი და საღვთისმსახურო წიგნი
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 10.02.2026. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აგრძელებს მართლმადიდებლური ლიტერატურის თარგმნასა და გამოცემას მალავის ეროვნულ ენაზე – ჩიჩევაზე.
2026 წლის 8 თებერვალს ზომბას ოლქში, წმინდა მოციქულთასწორის დიდ მთავარ ვლადიმერის სამრევლოში, საკეთილმოწესეოს კლირიკოსმა, მღვდელმა საბა კაჯავამ, წარადგინა ლოცვანი და საღვთისმსახურო წიგნი ჩიჩევას ენაზე, რომელიც მან თავად თარგმნა. საეგზარქოსო ვებგვერდის ცნობით, ეგზემპლარები დაიბეჭდა მოციქული მარკოზის სახელობის სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელობით და გადაეცა სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს.
„ხალხი ძალიან შეძრული და მადლიერი იყო მშობლიურ ენაზე ლოცვის წიგნის მიღებისთვის, – აღნიშნა მამა საბამ. – ეს ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალი ახალმოქცეულისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას და ჯერ არ იციან მართლმადიდებლური ლოცვები“.
უფრო ადრე, 2024 წლის აპრილში, სმრევლოებს გადაეცათ აფრიკის საპატრიარქო საეგზარქოსის მიერ გამოცემული მართლმადიდებლური კატეხიზმოები ჩიჩევას ენაზე.
პატრიარქი
27.01.2026
07.01.2026
07.01.2026