მოსკოვის საპატრიარქო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა მონაწილეობა მიიღო წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ თეოლოგიურ კონფერენციაში
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.02.2026. 2026 წლის 5 თებერვალს გაიმართა წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ყოველწლური საღვთისმეტყველო კონფერენცია „მისიის ისტორია და პრაქტიკა“. კონფერენციაზე თემით, „წმინდა ნინოს გზა“, მოხსენებით გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოს მისიონერული განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი.
თავის გამოსვლაში მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ისაუბრა ყოველწლიურ მისიონერულ მომლოცველობით პრაქტიკაზე, რომელიც საქართველოში 1989 წლიდან ხორციელდება; აჩვენა მის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი და უპასუხა კონფერენციის მონაწილეთა კითხვებს.
კონფერენცია ჩატარდა საეპარქიო სახლის ვლადიმირის დარბაზში, ლიხოვოს შესახვევში. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მისიოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი ა.ბ. ეფიმოვი; ეკლესიური და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.01.2026
07.01.2026
07.01.2026
18.09.2025