მთავარი გვერდი ახალი ამბები
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრია…

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილესადმი ინტრონიზაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის 17 წლისთავი მიულოცეს.

მის უწმინდესობას, უწმინდეს კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს

თქვენო უწმინდესობავ, უწმინდესო მეუფეო და მოწყალე მამაო!

დღეს, როდესაც დედა-ეკლესია დასაბამს უდებს ჩვენს მზადებას წმინდა ორმოცეულის სულის სასარგებლო სარბიელისკენ, ქრისტე მაცხოვრის ამ დიდებულ საკათედრო ტაძარში შეიკრიბა მწყემსთმთავრებოს, მწყემსებისა და ერისკაცების კრებული, რათა ერთობლივ ლოცვაში უსისხლო მსხვერპლშეწირვის გზით, შიშითა და ძრწოლით მადლობა აღუვლინოს უფალს იმ სიკეთეებისთვის, რომლებიც მან უხვად გარდამოუვლინა თავის მონას, უწმინდეს პატრიარქ კირილეს (სამადლობელი პარაკლისიდან).

სწორედ ამ თაღების ქვეშ, 17 წლის წინ, აღესრულა ჭეშმარიტად საბედისწერო ისტორიული მოვლენა რუსეთის ეკლესიისთვის – თქვენი აღსაყდრება მოსკოვის წმინდა მღვდელთმთავართა უძველეს საყდარზე, როდესაც ყოვლადძლიერმა ღმერთმა, როგორც ოდესღაც წინასწარმეტყველი დავითი, გამოირჩია მან მონა თვისი და გამოიყვანა იგი მწყსად ხალხისა თვისისა და სამკვიდრებელისა თვისისა (ფს. 77:70-71). წმინდა სინოდის წევრებისა და მთელი მრავალმილიონიანი სამწყსოს სახელით, გიძღვნით თქვენ ყოვლად გულწრფელ და თბილ მოლოცვებს თქვენი საპატრიარქო ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით.

თქვენი უწმინდესობის ცხოვრებაზე ფიქრისას, კეთილი კრძალვით ვაქებთ ყოვლისმპყრობლის ყოვლადბრძნულ ხელმძღვანელობას, რომელმაც ბავშვობიდან წარმართა თქვენი გზა საწინამძღვრო მოღვაწეობისკენ. საღვთისმოსავო მღვდლის ოჯახში, სემინარიასა და აკადემიაში სწავლის წლები, მიტროპოლიტ ნიკოდიმეს გულმოდგინე ხელმძღვანელობა, სამღვდელთმთავრო შრომები, საპასუხისმგებლო მსახურება საგარეო საეკლესიო საქმიანობაში და მრავალი სხვა მორჩილების შესრულება – ეს ყველაფერი წარმოადგენდა სულიერ და ინტელექტუალურ სკოლას, რომელიც ხელს უწყობდა მდიდარი გამოცდილების შეძენას, რომლის გარეშეც შეუძლებელია საპატრიარქაო მსახურების ღირსეული აღსრულება.

თქვენი საწინამძღვრო ომოფორის ქვეშ ჩვენს ადგილობრივ ეკლესიაში დაიწყო ახალი, დინამიური და შემოქმედებითი ეპოქა, რომელიც აღინიშნა უპრეცედენტო გარდაქმნებით ცხოვრების მრავალ სფეროში. ჩვენ გავხდით ისტორიული ცვლილებების მოწმენი: დღემდე შენდება ახალი ტაძრები და ხდება მონასტრების აღდგენა, რომლებიც მორწმუნეთა ევქარისტიული შეკრების ნამდვილ ცენტრებად ყალიბდება, ვითარდება საკატეხიზაციო და საგანმანათლებლო, ახალგაზრდული და სოციალური მსახურებები, რაც მოწმობს მრავალი ადამიანის ქმედით რწმენას. ეკლესიამ მოიპოვა თავდაჯერებული ხმა თანამედროვე სამყაროში და შეუძლია დაიცვას და მტკიცედ შეინარჩუნოს სახარების ზნეობრივი იდეალები და ტრადიციული ოჯახური ღირებულებები, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ეპოქის მაცდურ და მავნე გამოწვევებს.

თქვენი დაუღალავი ძალისხმევის წყალობით, ჩვენი დროის უნიკალური მახასიათებელი გახდა მყარი, კონსტრუქციული და კეთილგანწყობილი ურთიერთობები საერო ხელისუფლებასთან. პირველად, რუსეთის უახლოეს ისტორიაში, როგორც ქვეყნის, ასევე მთავრობას სათავეში მორწმუნე ადამიანები დგანან, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ჰარმონიული თანამშრომლობისთვის ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.

თუმცა, ყველამ კარგად ვიცით მაცხოვრის სიტყვები: სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა (ინ. 16:33), და ახლანდელი დრო არ არის გამონაკლისი: თქვენ სერიოზულ გამოწვევებსა და განსაცდელებთან მოგიწიათ შეჯახება, რომლებიც თქვენს მამობრივ მხურვალე და მოსიყვარულე გულში მტკივნეულ გამოძახილს იწვევს. წმინდა რუსეთი იტანჯება, რამეთუ მის წინააღმდეგ აღდგნენ ომის მოსურნენი, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ გაყოფენ და გაანადგურებენ მის ხალხს (წმინდა რუსეთისთვის ლოცვიდან). მსოფლიო მართლმადიდებლობაში ჩვენ ვხედავთ ქარიშხლებსა და მერყეობებს, განუწყვეტელ მცდელობებს, დაყენონ პირადი, მთავრობისმოყვარე ამბიციები, პოლიტიკური და ეროვნული ინტერესები კანონიკურ ჭეშმარიტებებსა და სარწმუნოების ერთობაზე მაღლა. ასეთ რთულ ვითარებასა და სამწუხარო განსაცდელებში გიხდებათ თქვენ მსახურება რუსეთის ეკლესიის სათავეში, მოგერიება უფლის შეწევნით როგორც აშკარა მოწინააღმდეგეების შემოტევისა, ასევე მათი, ვინც სიმართლის სახელით ინიღბებიან, მაგრამ განხეთქილების ღვარძლს თესავენ. მსგავსად ელია წინასწარმეტყველისა, რომელიც ძლიერი   იყო ჭეშმარიტი ღმერთის რწმენით და უპირისპირდებოდა უამარავ ცრუწინასწარმეტყველს (3 მეფ, თავ. 18), თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ურყევად დგახართ სარწმუნოების სიწმინდისა და კანონიკური წყობის სადარაჯოზე, მიმართავთ ცდომილთა სინდისს და მიუთითებთ გზას სინანულისა და მშვიდობისკენ.

ამ კვირა დღეს ეკლესია მორწმუნეებს სთავაზობს მოციქულ პავლეს სიტყვებს, რომლებიც მიმართულია მისი მოწაფის, ტიმოთესადმი, და რომლებიც საოცრად ეხმიანება თქვენს, როგორც წინამძღვრის, მსახურებას. და ჩვენ, თქვენი ერთგული თანამუშაკნი საუფლო საძოვარზე, სიყვარულით და კადნიერებით ვამოწმებთ, რომ თქვენ ურყევად მიჰყვებით თქვენს სანეტარო წინამორბედებს სწავლებაში, ცხოვრებაში, განწყობაში, რწმენაში, სულგრძელებაში, სიყვარულში, მოთმინებაში, დევნაში და ტანჯვაში. მთელი გულითა და სულით ცდილობთ დარჩეთ იმაში, რაც გასწავლიათ და რაც გერწმუნათ (2 ტიმ. 3:10-15), ხოლო გერწმუნათ თქვენ მთელს რუსეთის ეკლესიაზე სულიერი მზრუნველობა, რომელსაც იცავთ კეთილკრძალულებით და მთელი ძალისხმევით.

ამ ღირსშესანიშნავ და საზეიმო დღეს, კვლავ და კვლავ გვინდა დაგარწმუნოთ, ჩვენო ძვირფასო წინამძღვარო, ჩვენს გულწრფელ სიყვარულში, შვილობრივ ერთგულებასა და ლოცვით მხარდაჭერაში. ყოვლადგულუხვმა უფალმა დაე, დაგიცვას თქვენ ყოველგვარი ბოროტებისგან და მოგანიჭოთ ძალების სიმტკიცე საპატრიარქო მსახურების მრავალი და მრავალი წლის განმავლობაში; დაე ყველა თქვენს საქმესა და სიტყვაში თქვენი თანმხლები ყოფილიყოს სულიწმიდის მადლი, რომელიც შემდგომშიც გასწავლის თქვენ ყოველივეს (ინ. 14:26).

მრავალ კურთხეულ წელს გისურვებთ, თქვენო უწმინდესობავ!

ისპოლა ეტი დესპოტა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები 

მოსკოვი, 2026 წლის 1 თებერვალი

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მუშაობას უხელმძღვანელა

17.02.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილესადმი ინტრონიზაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

უწმინდესი პატრიარქი კირილე საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ საშობაო მილოცვა გაუგზავნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების მორიგი წლისთავი მიულოცა

25.12.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს მიულოცეს

20.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

მისალოცი წერილი უწმინდეს პატრიარქ კირილესგან რუსული სამყაროს XVII ასამბლეის მონაწილეებს

20.10.2025

ასტანაში ჩატარებული ყრილობის ფარგლებში უწმინდესი პატრიარქი კირილე რელიგიურ ლიდერებს შეხვდა

18.09.2025

შედგა შეხვედრა უწმინდეს პატრიარქ კირილესა და იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს შორის

17.09.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2025

ზოგადსაეკლესიო ასპირანტურაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად“

29.11.2025

XXVII მსოფლიო რუსული სახალხო კრების ფარგლებში სექციაზე „დიპლომატია და რუსეთის მართლმადიდებლობის დაცვის უფლება“, განიხილეს მართლმადიდებლობის დაცვის საკითხები

18.11.2025

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებმა სსკგ-ის თავმჯდომარეს სამღვდელთმთავრო მსახურების 10 წლის იუბილე მიულოცეს

10.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

საპატრიარქო მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მღვდელთმთავრად კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით

26.10.2025

ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ახალი სამყარო და ქრისტიანული ცივილიზაცია“

19.10.2025

სსკგ-ის თავმჯდომარე ერაყში ქრისტიანული თემების წარმომადგენლებს შეხვდა

28.09.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

14.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب