უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 28.01.2026. 27 იანვარს, მოსკოვში, კრემლის სახელმწიფო სასახლეში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ- კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების – „განათლება და ზნეობა: პიროვნების ფორმირება და დროის გამოწვევები“.
კრემლის სახელმწიფო სასახლის დარბაზში ხუთ ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა: ყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსები – წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს წევრები, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეგზარქოსოების, სამიტროპოლიტოებისა და საეპარქიოების მეთაურები, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები, რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოს წევრები, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლები ფედერალურ ოლქებში, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის წარმომადგენლები, ფედერალური და რეგიონულური სამთავრობო ორგანოების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, 250-ზე მეტი რუსული და უცხოური უნივერსიტეტის რექტორები და წარმომადგენლები, ზოგადი საგანმანათლებლო ორგანიზაციების დირექტორები და მასწავლებლები, მღვდელმსახურები, სამრევლო ცხოვრების სპეციალისტები, მეცნიერები და კულტურის მოღვაწეები.
პლენარულ სხდომას, კერძოდ, ესწრებოდნენ: ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი, ცენტრალური აზიის სამეტროპოლიტო ოლქის მეთაური; სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფი; მოსკოვის სამიტროპოლიტოს საპატრიარქო ვიკარიუსი, კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, კაზაკებთან თანამშრომლობის სინოდალური კომიტეტის თავმჯდომარე, სტავროპოლისა და ნევინომიისკის მიტროპოლიტი კირილე; ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონი; აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსი, კაიროსა და ჩრდილოეთ აფრიკის მიტროპოლიტი კონსტანტინე; მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმძღვანელი, ოდინცოვოსა და კრასნოგორსკის მთავარეპისკოპოსი თომა; მისი უწმინდეს პატრიარქ კირილეს პირადი მდივანი, რამენსკოეს ეპისკოპოსი ალექსი; ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე ვ.რ. ლეგოიდა; მსოფლიო რუსი სახალხო კრების თავმჯდომარის მოადგილე ს.იუ. რუდოვი; მსოფლიო რუსი სახალხო კრების თავმჯდომარის მოადგილე და სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის „მართლმადიდებლური რუსეთის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ.მ. ივანოვი.
კრემლის სახელმწიფო სასახლეში სასულიერო საკითხავების გახსნის ცერემონიაზე საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ცენტრალურ ფედერალურ ოლქში ი.ო. შჩეგოლევი; რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ა.ვ. იაცკინი; რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე ა.იუ. კუზნეცოვა; რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრი ს.ს. კრავცოვი; რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილე ო.ვ. პეტროვა; რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილე ჟ.ვ. ალექსეევა; რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ე.ს. ივანოვი; რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე – რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსი, არმიის გენერალი ვ.პ. გორემიკინი; რუსეთის ფედერაციის მთავრობის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ი.ნ. კაგრამანიანი; მოსკოვის მერის მოადგილე რეგიონული უსაფრთხოებისა და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში ა.ნ. გორბენკო; მოსკოვის ეროვნული პოლიტიკისა და რეგიონთაშორისი ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვ.ი. სუჩკოვი.
ღონისძიებას უძღვებოდა ეკატერინბურგისა და ვერხოტურის მიტროპოლიტი ევგენი, საკითხავების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე და რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური დეპარტამენტის თავმჯდომარე.
მის უწმინდესობასა და ფორუმის ყველა მონაწილეს მიმართა მიტროპოლიტმა ევგენიმ, კერძოდ, მან თქვა:
„თქვენო უწმინდესობავ, ყველა შეკრებილის სახელით, ნება მიბოძეთ მოგესალმოთ თქვენ და, ასევე, XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების საზეიმო პლენარული სხდომის ყველა მონაწილეს. წმინდა სინოდის განჩილებისა და თქვენი საწინამძღვრო კურთხევით, წლევანდელი საკითხავები ეძღვნება თემას: „განათლება და ზნეობა: პიროვნების ფორმირება და დროის გამოწვევები“.
საერთაშორისო ეტაპს წინ უძღოდა მასშტაბური რეგიონალური ეტაპი, რომელიც გასული წლის სექტემბერ-დეკემბერში გაიმართა. მან მოიცვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა რეგიონი, ასევე მთელ რიგ ქვეყნებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიები. მასში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რეგიონული ეტაპის პროგრამა შეიცავდა სხვადასხვა მიმართულების მრავალ ღონისძიებას, სხვადასხვა სფეროში, რომლებსაც აერთიანებდა ზნეობის მდგენელის მნიშვნელობის იდეა განათლების საქმეში.
განათლება განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნების განვითარებისთვის, ღვთისგან ბოძებული ნიჭებისა და შესაძლებლობების გამოვლენისთვის, ასევე, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადამიანის სულიერ-ზნეობრივი აღზრდისთვის და მორალური თვისებების ფორმირებისთვის. ეს უკანასკნელი განზომილება არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ ის მოხმობილია შინაარსობრივ ღერძად ნებისმიერი საგანმანათლებლო მიმართულებისთვის, – იქნება ის ჰუმანიტარული თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერული სფერო“.
შემდეგ ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლი, რომელიც ეძღვნებოდა საკითხავების თემას.
საზეიმო შეკრების მონაწილეებს ძირითადი მოხსენებით მიმართა საერთაშორისო საშობაო საკითხავების თავმჯდომარემ, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.
რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის მისალმება გააჟღერა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ცენტრალურ ფედერალურ ოლქში სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ი.ო. შჩეგოლევმა.
რუსეთის განათლების მინისტრმა, ს.ს. კრავცოვმა წაიკითხა პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის, მისალმება. ასევე თავისი სახელით მიესალმა შეკრებილებს.
რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს მისალმება წაიკითხა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ა.ვ. იაცკინმა.
რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილემ, ა.იუ. კუზნეცოვამ გააჟღერა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარის, ვ.ვ. ვოლოდინის, მისალმება.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის, ა.პ. ბელოუსოვის მისალმება წაიკითხა მინისტრის მოადგილემ და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსმა, არმიის გენერალმა, ვლადიმერ პ. გორემიკინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს.ვ. ლავროვის მისალოცი სიტყვა წაიკითხა სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ე.ს. ივანოვმა.
რუსეთის კულტურის მინისტრის ო.ბ. ლიუბიმოვას მისალოცი სიტყვა წაიკითხა სახელმწიფო მდივანმა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ჟ.ვ. ალექსეევამ.
რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის ვ.ნ. ფალკოვის მისალოცი სიტყვა წაიკითხა მინისტრის მოადგილემ ო.ვ. პეტროვამ.
მოსკოვის ეროვნული პოლიტიკისა და რეგიონთაშორისი ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვ.ი. სუჩკოვმა, წაიკითხა მოსკოვის მერის ს.ს. სობიანინის მისალოცი სიტყვა.
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ შეხვედრის მონაწილეებს დასკვნითი სიტყვით მიმართა, აღნიშნა ფორუმის მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს. რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა, კერძოდ, განაცხადა:
„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო მორიგ საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავებში, რომლებიც ჭეშმარიტად მნიშვნელოვან ფორუმად იქცა; ის აერთიანებს სასულიერო პირებს, პედაგოგებს და საზოგადოების წევრებს, რათა განიხილონ განათლებასთან, აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები – ანუ ჩვენი ხალხის მომავლის, ჩვენი ქვეყნის მომავლის ჩამოყალიბების საკითხები.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საშობაო საკითხავებით მიღებული გამოცდილება უნიკალურია. მსგავსი რამ მსოფლიოში არსად ხდება. ამ შესანიშნავი ფორუმის შექმნისას ჩვენ ძალიან კონკრეტული მიზნებით ვხელმძღვანელობდით. ჩვენ ვცდილობდით, რომ მართლმადიდებელი ადამიანების სიტყვები, რომლებიც ეხება არა მხოლოდ წმინდა რელიგიურ თემებს, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს, ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ხალხის ცნობიერებამდე მიგვეტანა. რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ყველა არ დადის ეკლესიაში. ზოგი ჯერ კიდევ მერყეობს თავის რწმენაში, ზოგს კი უჭირს დგომა – ყველას არ აქვს შესაძლებლობა მოუსმინოს ეკლესიაში მყოფი ადამიანებისთვის მიმართულ შეგონებას. მართალია, ტელევიზია ახლა გვეხმარება და არსებობს შესანიშნავი გადაცემები, რომლებიც აცნობენ ეკლესიურ ცხოვრებას, მაგრამ ვერცერთი ტელევიზია ვერ შეედრება რეალური ურთიერთობის გამოცდილებას, როდესაც გვიზირებენ საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას, როდესაც მნიშვნელოვან თემებზე რეალური, ცოცხალი დისკუსიები იმართება.
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი სამრევლო აქტივისტების პოტენციალური ძალები გავაღვივოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელსაც ეკლესია დღეს მსოფლიოს უგზავნის, ისმოდეს არა მხოლოდ ამბიონიდან, არამედ ერისკაცებმაც შეძლონ მისი შეტანა სამოქალაქო საზოგადოებაში, რითაც დაეხმარებიან ეკლესიიდან შორს მყოფ ადამიანებს გაგონ, თუ რა არის დღეს რუსეთის ეკლესია, რას აკეთებს ის და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის.
ჩვენ ამ მნიშვნელოვან მისიას ძალების შესაბამისად ვასრულებთ, და მინდა ყველას გულის სიღრმიდან მადლობა გადაგიხადოთ. მათ, ვინც ამ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია, მათ, ვინც იშრომა, მათ, ვინც სიტყვით გამოდის და მათ, ვინც უსმენს და შემდეგ ამ დარბაზში მიღებულ აზრებს გადასცემს თავის სამრევლოებს, თავის ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ანუ იმ ადგილებში, სადაც ეს აზრები დაეხმარება ადამიანებს გაიგონ ეკლესიის მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ რაც მთავარია, მოისმინონ ეკლესიის ხმა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ქადაგებეში ხშირად არ ეხებიან.
მოვიხმობ ღვთის კურთხევას ყველა თქვენგანზე. ყველას გთხოვთ, გადასცეთ ჩემი კურთხევა მათ, ვინც თქვენი დელეგირება უზრუნველყო, და გამოვთქვამ იმედს, რომ ღვთის წყალობით ეს მშვენიერი ტრადიცია – საერთაშორისო საშობაო შეხვედრების პირველსასაყდრო ქალაქში ჩატარების გამოცდილება – მომავალშიც გაგრძელდება და განვითარდება“.
შეხვედრა გადაიცემოდა ტელეარხებზე „Россия 24“, „Союз» და «Спас», რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებსაიტზე, Patriarchia.ru, ასევე საერთაშორისო საშობაო საკითხავების პორტალსა და PravObraz-ის მობილურ აპლიკაციაზე.
შეხვედრის ოფიციალური ნაწილის შემდეგ კონცერტი გაიმართა.