მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქი კირილე საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.01. 2026. იანვარი. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საქართველოს განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა.
მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფალში საყვარელო ძმაო და თანამსახურო!
გულითადად გილოცავთ თქვენ მოციქულთასწორ წმინდა ნინოს დღესასწაულს!
ამ დიდი წმინდანის სახით, რომელმაც მთელი ივერიის მიწა სახარების ნათელით განანათლა და ქრისტესთან მიიყვანა, საქართველოს მოსახლეობას ჰყავს თბილი წინამძღოლი და მხურვალე მლოცველი. მის მიერ დაწყებული ერის სულიერი განათლების მაცხოვნებელი საქმე დღესაც გრძელდება თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესის მამობრივი ხელმძღვანელობით.
ყოვლადმოწყალე უფალმა, დაე მოციქულთასწორ წმინდა ნინოს ლოცვებით შეავსოს თქვენი ძალები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ შვილებს კი მიანიჭოს მშვიდობა და კეთილდღეობა.
ქრისტეში ძმური სიყვარულით,
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.01.2026
07.01.2026
07.01.2026
18.09.2025