მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.01.2026. ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა ნინოს, ქართველთა განმანათლებლის, ხსენების დღე მიულოცა.
ქვემოთ მოყვანილია მილოცვის ტექსტი.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
გულითადად გილოცავთ წმინდა ნინოს – საქართველოს განმანათლებლის ხსენების დღეს.
დღეს წმინდა ეკლესია განსაკუთრებით ადიდებს ნათელბრწყინვალე მნათობს ივერიისას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყოვლადქებულ მოწაფეს და მთელი მართლმადიდებელი საქართველო, ერთი ხმითა და ერთი გულით, ლოცვით ადიდებს საოცარ ღვთის რჩეულ წმინდა ნინოს.
ამ სადღესასწაულო დღეს, მთელი გულით ვლოცულობ საქართველოს განმანათლებელ წმინდა ნინოს მიმართ თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის და უფლის მადლით განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის თქვენს უმაღლეს საპატრიარქო მსახურებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკეთილდღეოდ.
დაე მოციქულთასწორ წმინდა ნინოს ზეციური წინამძღოლობით ივერიის ღვთივკურთხეულ მიწაზე განმტკიცდეს მართლმადიდებლური სარწმუნოება მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა (რომ. 1:16) და გამყარდეს ისტორიული კავშირები ჩვენს მოძმე ერებს შორის.
მოკრძალებული სიყვარულით ქრისტეში,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო
კავშირების განყოფილების თავმჯდომარე,
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.01.2026
07.01.2026
07.01.2026
18.09.2025