მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ საშობაო მილოცვა გაუგზავნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 07.01.2026. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ქრისტეს შობის მისალოცი გაუგზავნა მის უნეტარესობას, დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს, იოანე X-ს; მის უნეტარესობას, წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილე III-ს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს; მის უწმინდესობას, სერბეთის პატრიარქს, პორფირეს; მის უნეტარესობას, რუმინეთის პატრიარქს, დანიელს; მის უწმინდესობას, ბულგარეთის პატრიარქს, დანიელს; მის უნეტარესობას, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, იოანეს; მის უნეტარესობას, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტს, საბას; მის უნეტარესობას, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტს, როსტისლავს; მის უნეტარესობას, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტს, ტიხონს, მის უნეტარესობას, ოხრიდისა და მაკედონიის მთავარეპისკოპოსს, სტეფანეს.
მილოცვის წერილში, ნკერძოდ, ნათქვამია:
გულითადად გილოცავთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხორციელად შობის დღესასწაულს. დღეს საღმრთო სიყვარული ბეთლემის ვარსკვლავის შუქით ანათებს მთელს სამყაროს – სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, მადლითა და ჭეშამრიტებით სავსე (ინ. 1:14). დიდი სიხარულით აღსავსე ეკლესიის ერთგული შვილები ამ მოვლენას წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვებით ხვდებიან: „ჩვენთან არს ღმერთი!“ (ეს. 8:10).
აღსრულდა საიდუმლო, დიდებული არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ანგელოზური გონებისთვისაც: ის, ვისი სახელის წინაშეც „მოიდრიკა ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც“, იღებს „მონის ხატს“ (ფილიპ. 2:10:7). ძე ღვთისა, ყოველთა ხილულთა და არახილულთა შემოქმედი, გახდა ღმერთკაცი, ღვთისმშობლისგან ადამიანად შობილი.
ამ საზეიმო დღეს, ლოცვით გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, უფლისგან მრავალ წყალობას და მის გულუხვ შეწევნას თქვენს მაღალ საწინამძღვრო მსახურებაში, ხოლო თქვენს ღვთისმოყვარე სამწყსოს – მშვიდობიან ცხოვრებას და კეთილდღეობას.
შობილ ქრისტეში მოკრძალებული სიყვარულით,
მოსოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო
კავშირების განყოფილების თავმჯდომარე,
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქი
07.01.2026
07.01.2026
18.09.2025
17.09.2025