მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 07.01.2026. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს: მის უნეტარესობას, დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს, იოანე X-ს; მის უნეტარესობას, წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილე III-ს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს; მის უწმინდესობას, სერბეთის პატრიარქს, პორფირეს; მის უნეტარესობას, რუმინეთის პატრიარქს, დანიელს; მის უწმინდესობას, ბულგარეთის პატრიარქს, დანიელს; მის უნეტარესობას, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, იოანეს; მის უნეტარესობას, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტს, საბას; მის უნეტარესობას, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტს, როსტისლავს; მის უნეტარესობას, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტს, ტიხონს, მის უნეტარესობას, ოხრიდისა და მაკედონიის მთავარეპისკოპოსს, სტეფანეს.
მილოცვაში, კერძოდ, ნათქვამია:
მიიღეთ ჩემი მოლოცვა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ხორციელად შობის დიდ დღესასწაულთან დაკავშირებით.
აზრით ვდგავართ რა დღეს ბეთლემის ბაგასთან, კეთილკრძალულებით და და სულიერი ძრწოლით ჩვენი გულების მუხლს ვიდრეკთ საღმრთო განგებულების გამოუთქმელი და მიუწვდომელი საიდუმლოს წინაშე, რამეთუ მოგვეახლების და აწ მოვალს უფალი, მოლოდება ერთა და ხსნა სოფლისა (კანონი წინადღესასწაულისა). ძველ წინასწარმეტყველებათა აღსრულებად გამოჩნდა ქვეყნად დიდი ხნის ნანატრი შემრიგებელი (დაბ. 49:10) და მისი სახელია: ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი (ეს. 9:6).
დღეს, მაცხოვრის შობით გახარებულები, ვლოცულობთ მის მიმართ განსაკუთრებული იმედით ქრისტიან ერებზე კურთხევის გარდამოსავლენად, უთანხმოებისა და არეულობის ქარიშხლის შესაწყვეტად და ადამიანთა სულებში მშვიდობის გასამეფებლად, რაც მოგვიტანა ჩვილმა ღმერთმა, რამეთუ „იგია მშვიდობა ჩვენი“ (ეფ. 2:14).
ვიზიარებ რა თქვენთან ერთად დღესასწაულის სიხარულს, გისურვებთ სულიერი და ფიზიკური ძალების სიმტკიცეს, მდიდარ წყალობას და უხვ შემწეობას განკაცებული უფლისგან თქვენს შემდგომ საწინამძღვრო მსახურებაში.
ქრისტე იესოში ძმური სიყვარულით,
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
07.01.2026
07.01.2026
18.09.2025
17.09.2025