მოსკოვის საპატრიარქო
შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.12.25. 2025 წლის 25 დეკემბერს, მოსკოვში, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საპატრიარქო დარბაზში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილეს თავმჯდომარეობით, გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა.
ვიდეოკავშირის საშუალებით სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საეკლესიო საბჭოს წევრებმა: კაზაკებთან თანამშრომლობის სინოდალური კომიტეტის თავმჯდომარემ, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, სტავროპოლისა და ნევინომისკის მიტროპოლიტმა კირილემ; ციხის მსახურების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, მღვდელმა კირილე მარკოვსკიმ.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, – იტყობინება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.
შეხვედრაზე მოისმინეს:
ვოსკრესენსკის მიტროპოლიტ გრიგოლის მოხსენება მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მოხსენება მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების საქმიანობის შესახებ;
კალუგისა და ბოროვსკის მიტროპოლიტ კლიმენტის მოხსენება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგამომცემლო საბჭოს საქმიანობის შესახებ;
დეკანოზი მაქსიმე კოზლოვის მოხსენება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო კომიტეტის საქმიანობის შესახებ;
ვლადიმირისა და სუზდალის მიტროპოლიტ ნიკანდრეს მოხსენება მოსკოვის საპატრიარქოს ფინანსურ-სამეურნეო სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
კაშირის მიტროპოლიტ თეოგნოსტეს მოხსენება მონასტრებისა და მონაზვნობის სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ეკატერინბურგისა და ვერხოტურის მიტროპოლიტ ევგენის მოხსენება რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;
დეკანოზ მიხეილ პოტოკინის მოხსენება ეკლესიის ქველმოქმედებისა და სოციალური მსახურების სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ზელენოგრადის მთავარეპისკოპოს საბას მოხსენება სინოდალური მისიონერული განყოფილების საქმიანობის შესახებ;
სტავროპოლისა და ნევინომისკის მიტროპოლიტ კირილეს მოხსენება შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ისტრის ეპისკოპოს სერაფიმეს მოხსენება ახალგაზრდობის საქმეთა სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ვ.რ. ლეგოიდას მოხსენება საზოგადოებასთან და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;
მღვდელ კირილ მარკოვსკის მოხსენება ციხის მსახურების სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;
სტავროპოლისა და ნევინომისკის მიტროპოლიტ კირილეს მოხსენება კაზაკებთან თანამშრომლობის სინოდალური კომიტეტის საქმიანობის შესახებ;
სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტ ტიხონის მოხსენება კულტურის საკითხებში საპატრიარქო საბჭოს საქმიანობის შესახებ;
იღუმენია ქსენიას (ჩერნეგა) მოხსენება საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.
თითოეული მოხსენების შემდეგ მისი განხილვა იმართებოდა.
სხდომის შედეგების შეჯამებისას, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ განაცხადა: „ყველას გულწრფელ მადლობას ვუხდი სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობისთვის. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ ღვთის შეწევნას თავის ადგილზე მსახურებაში, რათა მართლმადიდებლობა განმტკიცდეს ჩვენი ხალხის ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, და რათა ყველა ჩვენი საეკლესიო ინსტიტუცია ღირსეულად ასრულებდეს თავის მსახურებას უმთავრესი მიზნის გათვალისწინებით – ეს არის, ჩვენი ხალხის სულიერი აღზრდა, რაც მჭიდრო კავშირშია ადამიანთა სულების ხსნასთან. დაე, უფალმა დაიფაროს ყველა ჩვენგანი ამ გზაზე!“.
პატრიარქი
07.01.2026
07.01.2026
18.09.2025
17.09.2025