მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების მორიგი წლისთავი მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.12.2025. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს უწმინდეს და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს აღსაყდრების მორიგი წლისთავი მიულოცა.
მის უწმინდესობას და უნეტარესობას, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
გულითადად გილოცავთ თქვენ უწმინდესი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე აღსვლის მორიგ წლისთავს.
თქვენი მრავალწლიანი საწინამძღვრო საქმიანობა წარმოადგენს ღვთის წინაშე კეთილკრძალულ მსახურებას სულითა და ჭეშმარიტებითა (ინ. 4:23). თქვენ მოიხვეჭეთ სიყვარული და პატივისცემა არა მხოლოდ საქართველოში: თქვენ გიცნობენ და პატივს გცემენ მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში როგორც მოშურნე მწყემსთმთავარს და მხურვალე მლოცველს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დიდად აფასებს თქვენს მნიშვნელოვან წვლილს ჩვენს ხალხებს შორის ძმური და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში.
ამ მნიშვნელოვან დღეს ორკეც ლოცვებს აღვავლენ, რომ უფალმა სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა (ეფეს. 1:7) განაახლოს თქვენი სულიერი და ფიზიკური ძალები და გაგაძლიეროთ თქვენს საპასუხისმგებლო საპატრიარქო მსახურებაში.
ქრისტეში ძმური სიყვარულით,
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
07.01.2026
07.01.2026
18.09.2025
17.09.2025