მოსკოვის საპატრიარქო
რეიდერებმა სოფელ ჩეჩელიევკაში უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი დაიკავეს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 24.12.2025. 2025 წლის 23 დეკემბერს „მეუ“-ს რეიდერთა ჯგუფმა კიროვოგრადის ოლქის სოფელ ჩეჩელიევკაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ალექსანდრიის ეპარქიის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარი დაიკავეს. ამის შესახებ წერს მჟკ «Дозор»-ის ტელეგრამ არხზე დაყრდნობით.
არხის ცნობით, „მეუ“-ს წარმომადგენლებმა წინასწარ გამოაცხადეს ტაძარში შესვლის განზრახვა, მიუხედავად იმისა, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე დალუქული იყო. ტაძარი სამი წლის წინ დალუქეს სიწმინდის „მეუ“-ს იურისდიქციაში გადაფორმების მცდელობის შემდეგ.
მრევლი დილიდან ლოცულობდა დალუქული სიწმინდის კედლებთან. „როდესაც „მეუ“-ს „ტაძრების გასაღებები“ – კუთხესახეხები და ძალაყინები – ამოქმედდა, გაჩნდა კითხვა: თუ ეკლესია დღეს იხსნება და ჩვენ სამ წელზე მეტია არ შეგვიძლია იქ ლოცვა, გვაქვს თუ არა ამჟამად შესვლის და თუნდაც თაყვანისცემის უფლება? რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ“, – აცხადებს პეტროვსკის ოლქის კეთილმოწესე დეკანოზი დიმიტრი გოროდეცკი.
ტაძრის ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. თავდამსხმელებმა კარის საკეტები გადაჭრეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათ დერეფანი შეუქმნა.
„მეუს“-ს კლირიკოსმა მარკ ლევკივმა ქონების „ინვენტარიზაცია“ გამოაცხადა. „ინვენტარიზაციის“ დროს გაყალბების თავიდან ასაცილებლად, კანონიკური ეკლესიის სამრევლოს წარმომადგენლებსაც სურდათ ტაძარში შესვლა. თუმცა, დეკანოზი დიმიტრი გოროდეცკი უხეში ხელისკვრით გამოაგდეს „მეუ“-ს ერთ-ერთმა აქტივისტმა და კლირიკოსმა. „ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რამდენად ფლობს დემონური ძალა იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი შეხედვით, გამხდრები და დაბლები არიან. მე თმებში ჩამავლეს ხელი და თითქმის მიწას მომწყვიტეს“, – გაგვიზიარა აზრი მამა დიმიტრიმ.
პატრიარქი
07.01.2026
07.01.2026
18.09.2025
17.09.2025