მოსკოვის საპატრიარქო
გერმანიის ქალაქ კრეფელდში საკვირაო სკოლის პედაგოგებისთვის სემინარი გაიმართა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 03.12.2025. 2025 წლის 29 ნოემბერს ქალაქ კრეფელდში (გერმანია), წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში, გაიმართა სემინარი თემაზე „სწავლების მიდგომები საკვირაო სკოლებში – თეორია და პრაქტიკა“. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სასულიერო პირებმა, პედაგოგებმა და სამრევლოების თანამშრომლებმა გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან.
მოხსენებებით გამოვიდნენ კრეფელდის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსი ვესელოვი; დეკანოზი ანატოლი ბატიუკი (როტერდამი); ბერლინისა და გერმანიის ეპარქიის განათლებისა და კატეხიზაციის განყოფილების რეფერენტი, მღვდელი ანდრია მოლოლკინი. მათ ხაზი გაუსვეს მართლმადიდებლური განათლების საკითხებზე ერთობლივი მსჯელობის მნიშვნელობას, – იტყობინება ეპარქიის საიტი.
შეხვედრის მთავარი მოვლენა გახდა წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორ ო.ლ. იანუშკიავიჩენეს ლექცია, რომელიც მოზარდთა აღზრდას ეხებოდა, კერძოდ, მართლმადიდებლური კულტურის საფუძვლების სწავლების სპეციფიკას და ბავშვთა სულიერ-ზნეობრივი აღზრდის პრაქტიკულ რეკომენდაციებს. მის გამოსვლაში განხილულ იქნა სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან მუშაობის მიდგომები, პედაგოგების ტიპური შეცდომები და მათი გამოსწორების გზები.
სემინარის მუშაობის შეჯამების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მეთოდოლოგიური მასალების საერთო ბანკის დაარსების თაობაზე და რეგულარული შეხვედრების ჩატარებაზე საკვირაო სკოლებს შორის თანამშრომლობის განსამტკიცებლად. მონაწილეებმა აღნიშნეს გამოცდილების გაზიარებისა და პედაგოგებსა და მშობლებს შორის ერთობლივი მხარდაჭერის დიდი მნიშვნელობა ბავშვების მართლმადიდებლურად აღზრდის საქმეში.
პატრიარქი
18.09.2025
17.09.2025
02.08.2025