მოსკოვის საპატრიარქო
მოსკოვში გაიხსნა კონფერენცია „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 19.11.2025. 2025 წლის 19 ნოემბერს, ანდრია რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალურ მუზეუმში (ЦМиАР) გაიხსნა XIII ყოველწლიური საკითხავები თემაზე: „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“. სამეცნიერო ფორუმი ეძღვნება მუზეუმის ორგანიზატორისა და პირველი დირექტორის, დ.ი. არსენიშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს.
საკითხავების დაწყების წინ, მოსკოვში, მაცხოვრის-ადნრონიკეს მონასტერში, წმინდა კეთილმორწმუნე მთავარ დიმიტრი დონელის ტაძარში, ჩატარდა დავით ილიას ძე არსენიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი.
კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს შორის იყვნენ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია), მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, მუზეუმის თანამშრომლები და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.
საკითხვების დაწყებამდე ნაჩვენები იქნა დ.ი. არსენიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი „დაუვიწყარნი“.
შემდეგ ე.წ. ქართველების უბანში (მოსკოვი) მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიის გუნდმა იგალობა.
გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ანდრია რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალური მუზეუმის დირექტორი მ.ბ. მინდლინი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი სახელმწიფო სპეციალიზებული მუზეუმი, რომელიც ეძღვნება ძველ რუსულ ხელოვნებას, ახალი ეპოქის ხელოვნებას, სინოდალური პერიოდის ხელოვნებას და მთლიანობაში აღმოსავლურ ქრისტიანულ ხელოვნებას. „დარწმუნებული ვარ, – განაცხადა მან, – რომ ასეთი მუზეუმის არსებობა ემსახურება გაერთიანებას, მართლმადიდებელი ქვეყნების და, ზოგადად, ქრისტიანული კულტურის ხალხების კონსოლიდაციას“.
კონფერენციის მონაწილეებს ვიდეოკავშირით მიესალმა საქართველოს ბიზანტოლოგთა ეროვნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის პროფესორი ნ.ზ. ვაჩნაძე.
დამსწრე საზოგადოებას, ასევე, სიტყვით მიმართა შპს „რუსეთში საქართველოს ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ პრეზიდენტმა დ.ვ. ცეცხლაძემ.
წაკითხულ იქნა რუსეთის ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარის, ს.ე. ნარიშკინის მისასალმებელი სიტყვა.
პლენარული სხდომის დასაწყისში, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, დ.ი. არსენიშვილის ძმის შვილიშვილმა, წარმოადგინა მოხსენება „ქართული ავე მარია“.
საკითხვების პერიოდში, რომელიც 21 ნოემბრამდე გაგრძელდება, მრავალი სიტყვით გამოსვლა მიეძღვნება სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანული ხელოვნების შესწავლის საკითხებს.
პატრიარქი
18.09.2025
17.09.2025
02.08.2025