მოსკოვის საპატრიარქო
ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების, მღვდელმსახურების, მონაზვნებისა და ერისკაცების ხანგრძლივ დევნასთან დაკავშირებით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 29.10.2025. 2025 წლის 28 ოქტომბერს, ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების, მღვდელმსახურების, მონაზვნებისა და ერისკაცების ხანგრძლივ დევნასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა:
„ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ღრმა მწუხარებით ეცნობა ინფორმაციებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების, მღვდელმსახურების, მონაზვნებისა და ერისკაცების ხანგრძლივი და გაძლიერებული დევნის შესახებ.
ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდმა სინოდმა ბელარუსის რესპუბლიკის მორწმუნეთა სახელით არაერთხელ გამოთქვა საყოველთაო შეშფოთება უკრაინის ტერიტორიაზე კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამჟამად ჩვენ დიდი ტკივილითა და განგაშით აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში ერთადერთი კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები კვლავ გრძელდება.
ბორისპილისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ (პაკანიჩი), უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, მორწმუნეებს 29 და 30 ოქტომბერს ლოცვის გაძლიერებისა და მკაცრი მარხვის დაცვისკენ მოუწოდა. ამ დღეებში სასამართლო სხდომა გაიმართება, რომლის საბოლოო მიზანი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის სამიტროპოლიტოს საქმიანობის შეწყვეტაა. თავის მიმართვაში იერარქმა აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ადამიანური თვალსაზრისით, დახმარებას არავისგან ელოდება, მაგრამ მორწმუნეები ღმერთზე უნდა ამყარებდნენ იმედს. მიმდინარე განსაცდელებმა არ უნდა შეაშინოს, არამედ, პირიქით, საბაბი უნდა გახდეს ლოცვების გაძლიერებისა და ღვთის ნების თავმდაბლად მიღებისა. მიტროპოლიტმა ასევე ყურადღება გაამახვილა შეხვედრის თარიღის სიმბოლურ კავშირზე ღვთისმშობლის ხატის, „განმათავისუფლებლის“, დღესასწაულთან. ეპისკოპოსმა გამოთქვა რწმენა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს მორწმუნეთა ლოცვებს და დაიცავს მათ.
სიყვარულითა და გულისტკივილით თანავუგრძნობთ ჩვენს მეზობლებსა და ძმებს რწმენაში, და მოვუწოდებთ ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ შვილებს, შეუერთდნენ ამ დღეებში ჩვენს მხურვალე ლოცვებსა და მარხვებს.
დაე, უფალი შეეწიოს ყველა თავის ერთგულ შვილს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, კიევ-პეჩერის წმინდანთა კრებულის, ჩვენი ეკლესიის მოღვაწეთა, ახალმოწამეთა და აღმსარებელთა ლოცვებით!“.
პატრიარქი
18.09.2025
17.09.2025
02.08.2025