მთავარი გვერდი ახალი ამბები
სერბეთის პატრიარქი პორფირე სერბეთში რუსეთის ისტორიული ს…

სერბეთის პატრიარქი პორფირე სერბეთში რუსეთის ისტორიული საზოგადოების წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიას დაესწრო


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.10.2025. 2025 წლის 26 ოქტომბერს, ბელგრადში, საზეიმო ვითარებაში გაიმართა რუსეთის ისტორიული საზოგადოების წარმომადგენლობის დამფუძნებელი სხდომა სერბეთის რესპუბლიკაში.

წარმომადგენლობას, რომელიც 2025 წლის ივნისში დაარსდა, ხელმძღვანელობს ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერი და „სერბიაგაზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ვულინი.

ღონისძიების მონაწილეთა შორის იყვნენ სერბეთის უწმინდესი პატრიარქი პორფირე; რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილე, რუსეთის ისტორიული საზოგადოების თანათავმჯდომარე კ.ი. მოგილევსკი; სერბეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის მოადგილე და შინაგან საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი; სერბეთში რუსეთის ელჩი ა.ა. ბოცან-ხარჩენკო; სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები – ბაჩის მიტროპოლიტი ირინეოსი და ბუდიმლიე-ნიკშიჩის მიტროპოლიტი მეთოდე; ისტორიკოსი პროფესორი ალექსანდრე რაკოვიჩი; საზოგადოების მრავალი წევრი და სხვა სტუმრები. სულ დარბაზში ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

ვიდეომისალმების ფორმატში შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარე ს.ე. ნარიშკინი. მან ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირებს მდიდარი და ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, რომელიც გაძლიერებულია რწმენის ერთობითა და რუსეთისა და სერბეთის ხალხების კულტურული სიახლოვით, და მადლობა გადაუხადა ალექსანდრე ვულინს წარმომადგენლობის დაარსების ინიციატივისთვის. გამოთქვა აგრეთვე რწმენა, რომ ასეთი პლატფორმის შექმნა რუს და სერბ ისტორიკოსებს შორის თანამშრომლობას თვისობრივად ახალ დონეზე ამაღლებს და ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და კულტურულ კავშირებს გააძლიერებს.

თავის გამოსვლაში წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვულინმა, განაცხადა, რომ წარმომადგენლობა გააერთიანებს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება.

კ.ი. მოგილევსკიმ რუს და სერბ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებული კავშირი გაკვალა და სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის მაგალითები მოიყვანა. მისი მოსაზრებით, წარმომადგენლობა ფართო ისტორიულ განათლებას განახორციელებს, ხელს შეუწყობდა კონტაქტებს რუსეთისა და სერბეთის ჰუმანიტარულ ცენტრებს შორის და განავითარებს თანამშრომლობას ორი ქვეყნის არქივებსა და მუზეუმებს შორის.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ყველას სახელით, ვინც გულში ატარებს სერბეთისა და რუსეთის, სერბი და რუსი ხალხების სიახლოვის განცდასა და გამოცდილებას, და არა მხოლოდ ნამდვილი მეგობრობისა და ძმური ურთიერთობების აღსანიშნავად, არამედ ჩვენი წინაპრებისა და წინამორბედების მიერ დატოვებული აღთქმის დასადასტურებლად და გასაძლიერებლად“, – განაცხადა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა. ამ სულისკვეთებით, სერბეთში რუსეთის ისტორიული საზოგადოების წარმომადგენლობის საზეიმო გახსნა არის „სერბ და რუს ხალხებს შორის არსებული ორმხრივი სულიერი კავშირის დადასტურება, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში ჰარმონიულად და ნათესაურად ცხოვრობდნენ და, ღვთის ნებით, მომავალშიც ასე იცხოვრებენ“, – დარწმუნებულია მისი უწმინდესობა.

მიულოცა რა დამსწრე საზოგადოებას ქვეყანაში რუსეთის ისტორიული საზოგადოების წარმომადგენლობის დაარსება, სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა ყველა იქ მყოფზე ღვთის კურთხევა მოიხმო და წარმატებები უსურვა დაწესებულების მომავალ საქმიანობაში.

გამომსვლელთა შორის იყო, ასევე, ბაჩის მიტროპოლიტი ირინეოსი, რომელმაც სიხარული გამოთქვა სერბეთში რუსეთის ისტორიული საზოგადოების წარმომადგენლობის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის, რომელიც, მისივე თქმით, მიეძღვნება „ჩვენი ორი მოძმე ხალხისა და ჩვენი ორი და-მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო ისტორიის გაგებას, შესწავლასა და პოპულარიზაციას“.

მასალა მომზადებულია რუსეთის ისტორიული საზოგადოებისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიტების ინფორმაციების მიხედვით

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

მისალოცი წერილი უწმინდეს პატრიარქ კირილესგან რუსული სამყაროს XVII ასამბლეის მონაწილეებს

20.10.2025

ასტანაში ჩატარებული ყრილობის ფარგლებში უწმინდესი პატრიარქი კირილე რელიგიურ ლიდერებს შეხვდა

18.09.2025

შედგა შეხვედრა უწმინდეს პატრიარქ კირილესა და იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს შორის

17.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგ სხდომას

25.06.2025

მისი უწმინდესობის, პატრიარქ კირილეს სამძიმარი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს დამასკოში, წინასწარმეტყველ ელიას ტაძარში, მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით

22.06.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა თავდამსხმელებში ქრისტიანული რწმენის არარსებობას ამტკიცებს

07.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებმა სსკგ-ის თავმჯდომარეს სამღვდელთმთავრო მსახურების 10 წლის იუბილე მიულოცეს

10.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

საპატრიარქო მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მღვდელთმთავრად კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით

26.10.2025

ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ახალი სამყარო და ქრისტიანული ცივილიზაცია“

19.10.2025

სსკგ-ის თავმჯდომარე ერაყში ქრისტიანული თემების წარმომადგენლებს შეხვდა

28.09.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

14.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

მიტროპოლიტმა ანტონიმ დეკანოზ იგორ ვიჟანოვს გადასცა პატრიარქის ბრძანებულება სსკგ-ის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

08.08.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა

26.07.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب