მოსკოვის საპატრიარქო
საპატრიარქო მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მღვდელთმთავრად კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მვდელთმთავრად კურთხევის 10 წლისთავი მიულოცა.
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ანტონის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მუდმივ წევრს
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ!
გულითადად გილოცავთ თქვენი სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 10 წლისთავს.
მთავარი მწყემსის, ქრისტესადმი მადლიერებით და თავმდაბლობით მიიღეთ თქვენ საეპისკოპოსო მსახურების წილხვედრობა. სიხარულით აღვნიშნავთ, რომ გასულ წლებში, ცდილობდით რა გაგემართლებინათ თქვენდამი გამოვლენილი ნდობა, თქვენ მუდმივად ესწრაფოდით წმინდა სინოდის მიერ თქვენთვის დაკისრებული ყველა მორჩილების სამაგალითოდ შესრულებას.
ახლა, როდესაც გულმოდგინედ მსახურობთ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, თქვენ ღირსეულად წარმოადგენთ მოსკოვის საპატრიარქოს საერთაშორისო შეხვედრებზე და სხვადასხვა რელიგიური ტრადიციისა და კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობებში; განსაკუთრებულ ძალისხმევას მიმართავთ კანონიკური მართლმადიდებლობის დასაცავად, ხელს უწყობთ ქრისტიანთაშორისი თანამშრომლობის განვითარებას და დაუღალავად ამოწმებთ სახარების მარადიულ ჭეშმარიტებებს სეკულარული სამყაროს წინაშე.
ამ თქვენთვის სულიერად მნიშვნელოვან დღეს, ლოცვით გისურვებთ სულიერ და ხორციელ სიჯანსაღეს, ღვთის გულუხვ შეწევნას და წარმატებებს თქვენს მომავალ მსახურებაში წმინდა ეკლესიის საკეთილდღეოდ.
ქრისტეში სიყვარულით,
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
18.09.2025
17.09.2025
02.08.2025