მთავარი გვერდი ახალი ამბები
ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა პანელური დი…

ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ახალი სამყარო და ქრისტიანული ცივილიზაცია“


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 20.10.2025. 2025 წლის 16 ოქტომბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით გამართულ XI საერთაშორისო მართლმადიდებლური მედია ფესტივალის, „რწმენა და სიტყვა“, ფარგლებში მოსკოვში, ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საეკლესიო კრებების დარბაზში, ფესტივალის პირველი თემატური ღონისძიება – პანელური დისკუსია თემაზე „ახალი მსოფლიო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ ჩატარდა.

დისკუსიის მონაწილენი იყვნენ: ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების დეპარტამენტის თავმჯდომარე; ვ.რ. ლეგოიდა, საზოგადოებასთან და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე; ემირ კუსტურიცა, იუგოსლავიელი და სერბი კინორეჟისორი, კომპოზიტორი, პროზაიკოსი, მსახიობი და პროდიუსერი; ა.ი. დენისოვი, რუსეთის ფედერაციის სენატორი და ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ვ.ა. ფადეევი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი და სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე; ა.ვ. ჟურავსკი, ისტორიკოსი, რელიგიათმცოდნე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე საზოგადოებრივი პროექტების საკითხებში; ფ.ა. ლუკიანოვი, საერთაშორისო ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, ჟურნალის – «Россия в глобальной политике» – მთავარი რედაქტორი.

დისკუსიას უძღვებოდა ი.ა. კუზმენკოვი, ეკლესიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, რადიოსადგურ «Вера»-ს მთავარი რედაქტორი, ი.ა. კუზმენკოვი, – იტყობინება «Патриархия.ru» ეკლესიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სინოდალურ განყოფილებაზე დაყრდნობით.

დისკუსიის დაწყების თეზისად ი.ა. კუზმენკოვის შეთავაზება იყო იდეა ფასეულობების შესახებ, როგორც ცივილიზაციებს შორის საზღვარი: „დღეს გლობალური ნაპრალები გადის არა იმდენად სოციალურ და ტერიტორიულ კონცეფციებზე, რამდენადაც ზნეობრივ გამოწვევებზე – მორალის მეშვეობით, ანუ იმის მიხედვით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას იმასთან მიმართებით, რასაც განზოგადოებულად ტრადიციული ფასეულობები ჰქვია, ჩვენი გაგებით კი, ქრისტიანული ფასეულობები“. მისი აზრით, „რელიგიური დღის წესრიგი მსოფლიო პოლიტიკის მწვერვალზე დაბრუნდა და, შესაძლოა, გლობალური კონფლიქტების ცენტრშიც“.

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ, პოლიტიკური და კულტურული დისკურსის ტრანსფორმაციის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ყურადღება გაამახვილა ეკუმენური ინსტიტუტების დონეზე დებატების ცვლილებებზე, რომლებშიც ადრე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურად მონაწილეობდა. მისი თქმით, დღეს, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პლატფორმაზე წამოჭრილი საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი, დისკუსიების თემისა და ლოგიკის მიუხედავად, თანამედროვე სამყაროში სექსუალური გადახრების ნორმად და ღირებულებად მხარდაჭერის იდეას ეხება.

მიტროპოლიტმა ანტონიმ ასევე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და მრევლი ხშირად განიცდიან უზარმაზარ იდეოლოგიურ ზეწოლას, მათ შორის საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც არატრადიციული და ამორალური გადახრები ბავშვებისთვის განკუთვნლ დამხმარე სახელმძღვანელოებში წარმოჩენილია როგორც ლეგიტიმური პრაქტიკა. ამასთან დაკავშირებით, იგი სამწუხარო დასკვნამდე მივიდა: მისი აზრით, ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება, ხოლო ადამიანთა სულებისთვის ბრძოლის ველი –გაფართოვდება.

განაგრძო დისკუსია და თანამედროვე კულტურის პერსპექტივებზე ისაუბრა ემირ კუსტურიცამ. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროპულმა ცივილიზაციამ დაკარგა ისტორიული შანსი იმის გამო, რომ უარი თქვა კულტურის რელიგიურ ფუნდამეტზე. რუსეთში კი, პირიქით, მისი აზრით, კულტურა აღორძინებას განიცდის და ახალ პერსპექტივებს ხსნის ქრისტიანული ღირებულებების აღიარების წყალობით. მან აღნიშნა, რომ კინომატოგრაფიას და, უფრო ფართოდ, თანამედროვე კულტურას, შეუძლია არსებობა შეინარჩუნოს სიყვარულის, იმედის და, მაგალითად, ხატწერის უნივერსალური ენის წყალობით – ეს ყველაფერი გასაგებია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის აუდიტორიისთვის: სერბეთშიც, რუსეთშიც, არგენტინაშიც, სადაც მრავალფეროვანი აუდიტორია ერთნაირად დადებითად რეაგირებდა ემირ კუსტურიცას ფილმებზე.

სენატორმა ა.ი. დენისოვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ღირებულებებზე დისკურსი უცვლელად აქტუალურია საერთაშორისო ურთიერთობებში. მას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიო ხალხების ღირებულებები იყოს თანმიმდევრული და დიპლომატიის გზით ერთმანეთს ავსებდეს, რაც საზოგადოებებს მათი საკაცობრიო მნიშვნელობისა და არსის გააზრებამდე მიიყვანს.

დისკუსიას მხარი დაუჭირა ფ.ა. ლუკიანოვმა, რომელმაც აღნიშნა: „თანამედროვე სამყარო უკიდურესად მრავალფეროვანია; ის ექვემდებარება მარტივ წრფივ განლაგებას“. მისი აზრით, მსოფლიო არ იყოფა ტრადიციულ ღირებულებების მხარდამჭერებად და მათ მოწინააღმდეგეებად – ეს სქემა ვერ ჯდება საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში, სადაც სრულიად განსხვავებული კულტურები და ღირებულებები არსებობს. მისი შემოთავაზება იყო ქვეყნის რაგვარობაზე მუშაობა, სადაც გარეგნული იერსახე მეორეხარისხოვანი იქნებოდა პოლიტიკური სისტემის რეალურ შინაარსთან მიმართებით: „ჩვენ არ უნდა დავექვემდებაროთ იმის სურვილს, რომ გარეგნულად კარგად ვჩანდეთ“.

თანამედროვე მსოფლიოს ღირებულებებზე აზრი გამოთქვა ვ.რ. ლეგოიდამ და აღნიშნა, რომ ფილოსოფიური თვალსაზრისით, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების არსებობის საკითხს არ აქვს ერთიანი გადაწყვეტა, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას – გადაუჭრელია, რადგან თითოეულ კულტურას აქვს საკუთარი უნიკალური ღირებულებითი ვერტიკალი. „მსოფლიოს ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლების თანაარსებობის ერთ-ერთი პარადოქსი ის არის, რომ მსოფლიო რელიგიების აქსიომატიკა, ან იმ რელიგიების, რომლებსაც სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიო რელიგიებად მოიხსენიებოდნენ, არსებითად შეუთავსებელია. მაგრამ პარადოქსულად, როგორც კი მორალურ საკითხებსა და ქცევით ნიმუშებზე გადავდივართ, მსოფლიოს ტრადიციული რელიგიები გასაოცარ მსგავსებას ავლენენ. მაგრამ ხაზს ვუსვამ: არა მრწამსში, არა დოგმატიკაში, არამედ ურთიერთობის საკითხებში. ზნეობის ოქროს წესი პარადოქსია, რომელიც განაგრძობს ადამიანური ურთიერთობების ცოცხალი ქსოვილის კვებას“, – განაცხადა ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ.

დისკუსიიაში გაჟღერებულ თეზისს, ღირებულებათა წინააღმდეგობის შესახებ მსოფლიო რუკაზე, გამოეხმაურა ა.ვ. ჟურავსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ ნებისმიერი საერთაშორისო კონფლიქტი დაკავშირებულია მომავლის კონცეფციასთან, რომელიც ეროვნულ კულტურაში ყალიბდება.

თავის მხრივ, ფ.ა. ლუკიანოვმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მორალიზმი ხშირად იწვევს ღირებულებების, როგორც საშუალების, ექსპლუატაციას – პოლიტიკური ინტერესების შესაფუთად ან ასეთი ინტერესების უხეში პოპულარიზაციისთვის სხვა ქვეყნებში.

ვ.ა. ფადეევმა გააზიარა საკუთარი მოსაზრება ახალი მსოფლიოს გააზრების შესახებ: „როდესაც ამბობენ „ახალი მსოფლიო“, მასთან აკავშირებენ უპრეცედენტო ტექნიკურ პროგრესს, ახალ საინფორმაციო სამყაროს, სოციალური ქსელების, გაჯეტების და ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტის სამყაროს. ეს არ არის ახალი მსოფლიოს დასაწყისი; ეს არის ძველის დასასრული. ეს არის, როგორც მე ვუწოდებ, ძველი სამყაროს ქვითინი“. პ. სოროკინის თეორიულ მიღწევებზე დაყრდნობით, მომხსენებელმა მიუთითა დასავლური ცივილიზაციის პოტენციალის ამოწურვაზე, რასაც ადასტურებს ორიენტირების დაკარგვა, სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უუნარობა; ოჯახის, როგორც კაცისა და ქალის კავშირის, დაშლა; საზოგადოების ატომიზაცია და ა.შ.

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ გააზიარა თავისი მოსაზრება მართლმადიდებლური ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე, როგორც სიყვარულის შესახებ სახარებისეული კეთილუწყების გაზიარების საშუალებაზე: „ერთი, ორი და სამი ადამიანის ფერისცვალებას თანდათანობით საზოგადოების ფერისცვალებამდე მივყავართ. და რაც მეტი მორწმუნე იქნება საზოგადოებაში, ვისთვისაც ქრისტიანობა არა იმდენად ტრადიციული კუთვნილებისთვის, ჩვენი ეროვნული კულტურული კოდისთვის გაღებული ხარკი იქნება, არამედ – მათი ცხოვრების წესი. მაშინ, უდავოდ, მთელი საზოგადოება თვისობრივად განსხვავებული გახდება“.

დისკუსიის დასასრულს, ემირ კუსტურიცამ გააზიარა თავისი მოსაზრება ტრადიციის შესახებ თანამედროვე კულტურულ საზოგადოებაში, კერძოდ, კინომატოგრაფიაში. მისი აზრით, 1970-იან წლებში დასავლეთში გაჩენილმა პოპულარულმა კულტურამ და მისმა ბაზრად აღქმამ გამოიწვია დასავლური კულტურის განადგურება, ნებისმიერი იდეის დაკარგვა. ამის საპირისპიროდ, სერბული და რუსული კულტურები უფრო მეტად კონცენტრირებულია ფასეულობებზე და ადამიანის ღრმა სულიერ მოთხოვნილებებზე, რომელთა შესახებაც წერდა, მაგალითად, ფ.მ. დოსტოევსკი.

 

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

მისალოცი წერილი უწმინდეს პატრიარქ კირილესგან რუსული სამყაროს XVII ასამბლეის მონაწილეებს

20.10.2025

ასტანაში ჩატარებული ყრილობის ფარგლებში უწმინდესი პატრიარქი კირილე რელიგიურ ლიდერებს შეხვდა

18.09.2025

შედგა შეხვედრა უწმინდეს პატრიარქ კირილესა და იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს შორის

17.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგ სხდომას

25.06.2025

მისი უწმინდესობის, პატრიარქ კირილეს სამძიმარი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს დამასკოში, წინასწარმეტყველ ელიას ტაძარში, მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით

22.06.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა თავდამსხმელებში ქრისტიანული რწმენის არარსებობას ამტკიცებს

07.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

საპატრიარქო მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მღვდელთმთავრად კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით

26.10.2025

ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ახალი სამყარო და ქრისტიანული ცივილიზაცია“

19.10.2025

სსკგ-ის თავმჯდომარე ერაყში ქრისტიანული თემების წარმომადგენლებს შეხვდა

28.09.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

14.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

მიტროპოლიტმა ანტონიმ დეკანოზ იგორ ვიჟანოვს გადასცა პატრიარქის ბრძანებულება სსკგ-ის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

08.08.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა

26.07.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب