მოსკოვის საპატრიარქო
უკრაინის ხელისუფლებამ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ვლადიმერ-ვოლინის ეპარქიის საკათედრო ტაძარი ჩამოართვა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 14.10.2025. 2025 წლის 10 ოქტომბერს, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა მორწმუნეებს ჩამოართვეს მიძინების საკათედრო ტაძრის, ეპარქიის ადმინისტრაციის და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ვლადიმერ-ვოლინის ეპარქიის სასულიერო სასწავლებლის შენობები. ამის შესახებ «Расколам.нет»-ის ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით იტყობინება მართლმადიდებელ ჟირნალისტთა კავშირის საიტი.
თვითმხილველების თქმით, კომპლექსის ტერიტორია პოლიციით იყო გარშემორტყმული და მორწმუნეებს მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც „ქონების აღწერას“ აწარმოებდნენ.
გამოქვეყნებულ ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანს, როგორ მივიდა ეკლესიაში ათობით საპოლიციო მანქანა. მორწმუნეები ტაძრის კედლებთან შეიკრიბნენ, ბევრი მათგანი ღამით მივიდა სიწმინდის დასაცავად. თემის წევრების თხოვნის მიუხედავად, ტაძარში არავინ შეუშვეს. არსებული ცნობების მიხედვით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ტაძარში უცხო პირებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც შენობას ათვალიერებდნენ და ვიდეოებს იღებდნენ. მორწმუნეებმა განაცხადეს, რომ ეს ყოველივე სასულიერო პირების მონაწილეობის გარეშე ხდებოდა.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საკათედრო ტაძარი დალუქა, მორწმუნეები ლოცვისთვის ღია ცის ქვეშ იკრიბებიან.
2 ოქტომბერს, ვლადიმერ-ვოლინის და კოველის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა საღმრთო ლიტურგია სამლოცველო შენობაში აღავლინა; მრევლის ერთი ნაწილი პატარა სამლოცველოში განთავსდა, დანარჩენი გარეთ, ქუჩაში იდგა და ლოცულობდა, მიუხედავად იმისა, რომ წირვის დროს წვიმდა. ლიტურგიისშემდგომ სამოძღვრო ქადაგებაში მიტროპოლიტმა ვლადიმერმა მრევლი გაამხნევა და ანუგეშა; მოუწოდა, სულით არ დაეცნენ და ყველა განსაცდელის მიუხედავად, ლოცვები არ მიატოვონ.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
18.09.2025
17.09.2025
02.08.2025