
მოსკოვის საპატრიარქო
წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს თურქეთში, მის საფლავზე, ლიტურგია აღევლინა




სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 09.10.2025. 9 ოქტომბერს, მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღმრთისმეტყველის გარდაცვალების დღეს, თურქეთის რესპუბლიკაში რუსულენოვან მორწმუნეებზე სულიერი ზრუნვის საკითხებში პასუხისმგებელმა მღვდელმა გიორგი სერგეევმა, ძველი ეფესოს მახლობლად მდებარე ქალაქ სელჩუქში, წმინდა მოციქულის საფლავის ტაძარში, საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
ღმრთისმსახურებას ესწრებოდნენ მორწმუნეები სტამბოლიდან, იზმირიდან, დიდიმიდან და ქუშადასიდან, ასევე, მომლოცველთა ჯგუფი მოსკოვის ოლქიდან.
მრჩობლ კვერქსზე აღევლინა საგანგებო ვედრებები და წაკითხულ იქნა ლოცვა წმინდა რუსეთისთვის. მლოცველთა უმრავლესობამ ქრისტეს წმინდა ზიარება მიიღო.
საღმრთო ლიტურგიის შემდეგ მამა გიორგიმ მორწმუნეებს შემაგონებელი სიტყვით მიმართა.
მღვდელმა მადლობა გადაუხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ღმრთისმსახურებაზე ნებართვის გაცემისთვის, ასევე, მომლოცველობის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის მადლიერებით მოიხსენია იზმირში რუსული ენისა და კულტურის შემსწავლელი ა.ი. სოლჟენიცინის საზოგადოების თავმჯდომარე ა.ვ. პონომარიოვი.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
18.09.2025
17.09.2025
02.08.2025
08.05.2025
02.08.2025
08.05.2025