
მოსკოვის საპატრიარქო
სქიზმატიკოსებმა ჩერნოვცის ოლქის სოფელ კერსტენცში კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი მიიტაცეს

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 01.10.2025. 30 სექტემბერს, ჩერნოვცის ოლქის სოფელ კერსტენცში, „მეუ“-ს მხარდამჭერებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი თემის კუთვნილი მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი მიიტაცეს. ტელეგრამ-არხის, „Дозор на Первом Козацком“-ის ცნობით, მიტაცებას წინ უსწრებდა საბუთების გაყალბება და რამდენიმე წარუმატებელი ფიზიკური თავდასხმა.
როგორც იტყობინებიან, ტაძრის „მეუ“-ს კონტროლის ქვეშ მოქცევის ბოლო მცდელობა მოულოდნელად განხორციელდა. ადგილზე მრავალი პოლიციელი იყო მობილიზებული, რომელიც, თვითმხილველების თქმით, ფაქტობრივად ხელს აფარებდა აქტივისტების მოქმედებას. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებმა მოახერხეს ტაძრიდან საღვთისმსახურო ნივთების ერთი ნაწილის გატანა, რამაც „მეუ“-ს მხარდამჭერების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.
თვითმხილველების თქმით, თემის ხელახალი რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ დიდმარხვის პერიოდში დაიწყო. როგორც დასტურდება, „მეუ“-ში გადასვლის კენჭისყრა დარღვევებით ჩატარდა, მათ შორის, დაფიქსირდა მოსყიდვის ფაქტები. სინამდვილეში, მორწმუნეთა რეალური პროპორცია ასეთი იყო: სოფლის საბჭოში „მეუ“-ს მხარდამჭერების ლოცვაზე 12-მდე ადამიანი იკრიბებოდა, მაშინ როდესაც კანონიკური ეკლესიის ტაძარში დაახლოებით 70 კაცი ლოცულობდა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
18.09.2025
17.09.2025
02.08.2025
02.08.2025
08.05.2025