მთავარი გვერდი ახალი ამბები
დაღესტანში XII ახალგაზრდული საერთაშორისო რელიგიათა…

დაღესტანში XII ახალგაზრდული საერთაშორისო რელიგიათაშორისი ფორუმი ჩატარდა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.09.2025. 2025 წლის 22 სექტემბერს დაღესტნის რესპუბლიკის ყარაბუდახკენტის რაიონში საზეიმოდ გაიხსნა  XII ახალგაზრდული საერთაშორისო რელიგიათაშორისი ფორუმი.

ფორუმში, რომელიც ყოველწლიურად იმართება მახაჩკალისა და დერბენტის მთავარეპისკოპოს ვარლაამისა და დაღესტნის მუფტის, ახმად აფანდი აბდულაევის ინიციატივით, მონაწილეობა მიიღეს სასულიერო პირებმა, რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, ექსპერტებმა ექსტრემიზმისა და ტერორიზმის იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლაში და რუსეთის ტრადიციული რელიგიების თემების ახალგაზრდა აქტივისტებმა.

დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მელიკოვისა და პირადად თავისი სახელით ფორუმის ორგანიზატორებსა და სტუმრებს მიესალმა დაღესტნის მთავრობის თავმჯდომარე აბდულმუსლიმ აბდულმუსლიმოვი.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მახაჩკალისა და დერბენტის მთავარეპისკოპოსმა ვარლაამმა და გროზნოსა და სუნჟენსკის ეპისკოპოსმა ამბროსიმ.

დაღესტნის რესპუბლიკის მუფტის, ახმად აფანდი აბდულაევის მისალმება ფორუმის მონაწილეებს გადასცა მისმა მოადგილემ, მუჰამედ ხაჯი მაგომედოვმა.

დაღესტნის იუდეველთა თემის სახელით სიტყვით გამოვიდა გაზეთ „ვატანის“ მთავარი რედაქტორი მოსე ავრუმოვი.

გახსნის ცერემონიას უძღვებოდა ახალგაზრდებში აქტიური სამოქალაქო პოზიციის ფორმირების, ეთნიკური და კონფესიათაშორისი კონფლიქტების პრევენციის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ექსტრემიზმის პრევენციის საკოორდინაციო ცენტრის (დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ხელმძღვანელი, მაგომედ მაგომედოვი.

ფორუმის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდები, ასევე სასულიერო პირებისა და ექსპერტების შეხვედრები უმაღლესი და საშუალო სპეციალიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან.

23 სექტემბერს დაღესტნის რ. გამზატოვის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, იღუმენი იოანე (რუბინი). მამა იოანემ აღნიშნა დსპუ-ს სტუდენტების მაღალი ინტერესი და მზადყოფნა კონსტრუქციული დიალოგისთვის რელიგიათაშორისი და ეროვნებათაშორისი თანხმობის აქტუალურ საკითხებთან მიმართებით და ხაზი გაუსვა იმას, რომ ახალგაზრდა თაობა საკვანძო რგოლს წარმოადგენს რუსეთის სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს შორის მშვიდობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული მომავლის მშენებლობის საქმეში.

23 სექტემბრის საღამოს მთავარეპისკოპოსმა ვარლაამმა მახაჩკალის ეპარქიის ადმინისტრაციაში მიიღო ახალგაზრდული საერთაშორისო რელიგიათაშორისი ფორუმის მონაწილე ექსპერტები – სასულიერო პირები.

ეპისკოპოსმა ამბროსიმ და სტუმრებმა მოსკოვიდან, რუსეთის რეგიონებიდან, საქართველოდან და სერბეთის რესპუბლიკიდან ილოცეს ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში.

მეუფე ვარლაამი სტუმრებს ესაუბრა ტაძრის ისტორიაზე, 2024 წლის ივნისის ტრაგიკულ მოვლენებზე და საკათედრო ტაძრის კურთხევის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მზადებაზე.

24 სექტემბერს ფორუმი გაგრძელდა რუსეთის უძველეს ქალაქ დერბენტში.

სულეიმან სტალსკის სახელობის ლეზგინის მუსიკალურ-დრამატულ თეატრში გაიმართა სრულიად რუსეთის სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის – „ტრადიციისა და ინოვაციის ერთობა: რელიგია, ციფრული უსაფრთხოება და პროექტული გადაწყვეტილებები ტერორიზმთან ბრძოლაში“ – პლენარული სხდომა.

ისლამურ სამყაროსთან ურთიერთქმედების ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარემ, მღვდელმონაზონმა გრიგოლიმ (მატრუსოვი) თავის მოხსენებაში დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა მოსაზრებები ქრისტიანობასა და ისლამში ღვთის სიტყვის გაგების, ასევე კაცობრიობის რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნებისა და ტრადიციულ მსოფლიო რელიგიებში ერთი ღმერთის რწმენის აღიარების შესახებ. დასასრულ, მამა გრიგოლიმ დარბაზში შეკრებილ ახალგაზრდებს მოუწოდა, მიჰყვნენ მოციქულ პავლეს გამოთქმას: „მარადის გიხაროდენ. მოუკლებელად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით“ (1 თეს. 5:16-18).

იმავე დღეს ფორუმის მონაწილეებმა მოინახულეს რუსეთის უძველესი ჯუმა მეჩეთი, ისტორიული სინაგოგა „კელე ნუმაზი“ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარი, სადაც მათ შეხვდა წინამძღვარი, მღვდელი მიხეილ ლობოვი.

ისინი გაეცვნენ სინაგოგისა და ტაძრის აღდგენით სამუშაოებს, რომლებიც დაზიანდა 2024 წლის 23 ივნისს ტერორისტული თავდასხმის დროს და პატივი მიაგეს იმ დღეს დაღუპულ დეკანოზ ნიკოლოზ კოტელნიკოვის ხსოვნას; ის იყო მახაჩკალის ეპარქიის ყველაზე უხუცესი კლირიკოსი – 45 წლის განმავლობაში მსახურობდა დერბენტის სამრევლოში.

მამა ნიკოლოზის საფლავზე პანაშვიდი გადაიხადეს მღვდელმა მიხეილ ლობოვმა და ფორუმში მონაწილე სასულიერო პირებმა: არქიმანდრიტმა ლუკამ (ბაბიჩი) (სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია), იღუმენმა იოანემ (რუბინი), არქიმანდრიტმა მაკარიმ (ლიუბავცევი), დეკანოზმა იოანე ბონდარენკომ (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია), მღვდელმა სერგი აბასოვმა და დიაკონმა ალექსანდრე ლენშმიდტმა. ლოცვები და საგალობლები სამ ენაზე შესრულდა: საეკლესიო სლავურ, სერბულ და ქართულ ენებზე.

მოგზაურობა დასრულდა ნარინ-კალას ციტადელის მონახულებით, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის გამორჩეული ისტორიული და კულტურული ძეგლია.

საღამოს „კასპიის“ სანატორიუმში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „სსრკ-ის რელიგიური ორგანიზაციების პატრიოტული საქმიანობა დიდი სამამულო ომის წლებში“.

25 სექტემბერს XII ახალგაზრდულმა საერთაშორისო რელიგიათაშორისმა ფორუმმა მუშაობა დაასრულა.

ინფორმაცია გაზიარებულია Патриархия.ru და მახაჩკალის ეპარქიის საიტებიდან

გაზიარება:
ასტანაში ჩატარებული ყრილობის ფარგლებში უწმინდესი პატრიარქი კირილე რელიგიურ ლიდერებს შეხვდა

18.09.2025

შედგა შეხვედრა უწმინდეს პატრიარქ კირილესა და იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს შორის

17.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგ სხდომას

25.06.2025

მისი უწმინდესობის, პატრიარქ კირილეს სამძიმარი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს დამასკოში, წინასწარმეტყველ ელიას ტაძარში, მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით

22.06.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა თავდამსხმელებში ქრისტიანული რწმენის არარსებობას ამტკიცებს

07.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარე ერაყში ქრისტიანული თემების წარმომადგენლებს შეხვდა

28.09.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

14.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

მიტროპოლიტმა ანტონიმ დეკანოზ იგორ ვიჟანოვს გადასცა პატრიარქის ბრძანებულება სსკგ-ის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

08.08.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა

26.07.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب