მთავარი გვერდი ახალი ამბები
ბელცისა და ფალეშტის მთავარეპისკოპოსი მარკელი გაეროში სი…

ბელცისა და ფალეშტის მთავარეპისკოპოსი მარკელი გაეროში სიტყვით გამოვიდა მოლდოვას მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების უფლებების დასაცავად


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 24.09.2025. 2025 წლის 23 სექტემბერს ბელცისა და ფალეშტის მთავარეპისკოპოსი მარკელი ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-60 რეგულარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. იგი შეეხო მოლდოვას მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქვეყნის ხელისუფლებას შორის ურთიერთობის პრობლემას.

„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ჩვენი კონფესიის მიმართ მოლდოვას ხელისუფლების პოზიციით. სულ ახლახან, მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ უსაფუძვლოდ უწოდა ჩვენს ეკლესიას „რუსეთის ფედერაციის გავლენის ინსტრუმენტი“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა მარკელმა.

გარდა ამისა, მორწმუნეებს უკიდურესად ხანგრძლივ სასაზღვრო შემოწმებას უტარებენ, ხოლო ზოგიერთებს ფაქტობრივად უკრძალავენ ქვეყნიდან გასვლას, რაც არღვევს მათი გადაადგილების თავისუფლების უფლებას, –ხაზი გაუსვა მღვდელთმთავარმა: „მე სამჯერ შემიშალეს ხელი მოლდოვას საზღვრების დატოვებაში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე“.

მთავარეპისკოპოს მარკელის მოწმობით, მოლდოვაში უკვე დაფიქსირდა მოლდოვას მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების სხვა რელიგიურ იურისდიქციაში გადაყვანის იძულებითი მცდელობის შემთხვევები. მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ეკლესიისთვის 800-ზე მეტი მონასტრისა და ტაძრის შენობების ჩამორთმევის მოთხოვნით.

„მინდა შევახსენო მოლდოვას ხელისუფლებას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური ორგანიზაციები ღიად მოქმედებენ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, სადაც მოლდოვა გაწევრიანებას ესწრაფვის და არავინ ზღუდავს მორწმუნეთა უფლებებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მათი ორგანიზაციული და კანონიკური კავშირების გამო. ვთხოვ, გაეროს მანდატის მფლობელებს, შეისწავლონ მოლდოვას მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მდგომარეობა გაეროს სპეციალურ პროცედურებში ჩვენ მიერ წარდგენილი საჩივრების ფარგლებში, ასევე უზრუნველყონ საერთაშორისო დიპლომატიური ყურადღება ჩემ მიერ გამოკვეთილ პრობლემებზე, რათა შეიცვალოს მოლდოვას პოლიტიკა ჩვენს ეკლესიასთან მიმართებით შესაბამისად ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა“, – დაასკვნა მოლდოვას მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა.

მთავარეპისკოპოს მარკელის გამოსვლა შედგა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრების, ასევე გაეროს წევრი სახელმწიფოების დელეგაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით.

 

გაზიარება:
ასტანაში ჩატარებული ყრილობის ფარგლებში უწმინდესი პატრიარქი კირილე რელიგიურ ლიდერებს შეხვდა

18.09.2025

შედგა შეხვედრა უწმინდეს პატრიარქ კირილესა და იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს შორის

17.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგ სხდომას

25.06.2025

მისი უწმინდესობის, პატრიარქ კირილეს სამძიმარი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს დამასკოში, წინასწარმეტყველ ელიას ტაძარში, მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით

22.06.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა თავდამსხმელებში ქრისტიანული რწმენის არარსებობას ამტკიცებს

07.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

14.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

მიტროპოლიტმა ანტონიმ დეკანოზ იგორ ვიჟანოვს გადასცა პატრიარქის ბრძანებულება სსკგ-ის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

08.08.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა

26.07.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب