
მოსკოვის საპატრიარქო
საღვთო ლიტურგია აღევლინა ქალაქ ეფესოში, სადაც III მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა




სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 22.09.2025. 22 სექტემბერს, წმინდანთა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმესა და ანას და III მსოფლიო საეკლესიო კრების (431) ხსენების დღეს, მღვდელმა გიორგი სერგეევმა, რომელიც პასუხისმგებელია თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს მორწმუნეთა სამწყემსო მზრუნველობაზე, საღვთო ლიტურგია აღასრულა ეფესოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც 431 წელს მსოფლიო კრება ჩატარდა.
ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ მომლოცველები სტამბოლიდან, იზმირიდან და კუშადასიდან. მათგან უმრავლესობა ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ეზიარა.
ლიტურგიის შემდეგ მამა გიორგიმ მორწმუნეებს ქადაგებით მიმართა და III მსოფლიო საეკლესიო კრების მნიშვნელობა განუმარტა.
ღვთისმსახურმა მადლობა გადაუხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ქალაქ-მუზეუმ ეფესოში მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში წირვის ჩატარებაზე გაცემული ნებართვისთვის, ასევე იზმირში ა.ი. სოლჟენიცინის სახელობის რუსული ენისა და კულტურის შესწავლის საზოგადოების თავმჯდომარეს, ა.ვ. პონომარიოვს მომლოცველობის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
17.09.2025
02.08.2025
08.05.2025
02.08.2025
08.05.2025