
მოსკოვის საპატრიარქო
ბერლინისა და გერმანიის ეპარქიის მართლმადიდებელი ახალგაზრდების მეორე ყრილობა ქალაქ კრეფელდში გაიმართება

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 19.09.2025. ბერლინისა და გერმანიის ეპარქიის მართლმადიდებელი ახალგაზრდების მეორე ყრილობა გაიმართება ქ. კრეფელდში (გფრ) 2025 წლის 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე. ყრილობაზე მიწვეულნი არიან 17-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.
ფორუმის თემაა „როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ თანამედროვე მართლმადიდებლური ოჯახი“. პროგრამა მოიცავს, კერძოდ, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მომხსენებლების გამოსვლებს.
ყრილობას უხელმძღვანელებს რუზის მთავარეპისკოპოსი ტიხონი, ბერლინისა და გერმანიის ეპარქიის მმართველი, – იტყობინება ეპარქიის საიტი.
შეხვედრის მიზანია ეპარქიის ყველა სამრევლოდან აქტიური ახალგაზრდების გაერთიანება, სამრევლოებში ახალგაზრდული მუშაობის შესახებ ინფორმაციის მიღება, ახალგაზრდებისთვის საჭირბოროტო საკითხების განხილვა, ახალი ნაცნობობისა და ცოდნის შეძენა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
18.09.2025
17.09.2025
02.08.2025
08.05.2025
02.08.2025
08.05.2025