მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას




















სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 07.09.2025. 2025 წლის 7 სექტემბერს, სულთმოფენობიდან მე-13 კვირიაკეს, მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე, ღვთის ქმნილებებისთვის განსაკუთრებული ლოცვის დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა მოსკოვში, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში.
26 აგვისტოს (ძვ. სტ.) წინა კვირადღეს ყოველწლიურად აღინიშნება მოსკოვის წმინდანთა კრების ხსენება. ეს დღესასწაული დადგენილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 1997 წლის განჩინებით. ასევე, 2015 წლის 13 ივლისს წმინდა სინოდმა 18 აგვისტოს (ძვ. სტ.) შემდგომი სექტემბრის პირველი კვირადღე ღვთის ქმნილებებისთვის განსაკუთრებული ლოცვის ყოველწლიურ დღედ დააწესა.
ტაძრის შესასვლელთან მის უწმინდესობას შეეგებნენ: პროტოპრესვიტერი ვლადიმერ დივაკოვი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მდივანი ქალაქ მოსკოვში; დეკანოზი მიხეილ რიაზანცევი, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის მეკლიტური, – იუწყება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.
ლიტურგიის დაწყებამდე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა თაყვანი სცა მოსკოვის მიტროპოლიტის, წმინდა მღვდელთმთავარ ფილარეტის წმინდა ნეშტს.
მის უწმინდესობას ლიტურგიაზე თანამსახურებდნენ: კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე, პატრიარქის ადგილმონაცვლე მოსკოვის სამიტროპოლიტოში; ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველი ვიკარი ქალაქ მოსკოვში, ნოვოსპასკის სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვარი; ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე; ვლადიმერისა და სუზდალის მიტროპოლიტი ნიკანდრე, მოსკოვის საპატრიარქოს ფინანსური და სამეურნეო სამმართველოს თავმჯდომარე; კაშირის მიტროპოლიტი თეოგნოსტე, მონასტრებისა და მონაზვნობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, დონის სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვარი; ზვენიგოროდის მიტროპოლიტი არსენი; ოდინცოვოსა და კრასნოგორსკის მთავარეპისკოპოსი თომა, მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმძღვანელი; პოდოლსკისა და ლიუბერეცის მთავარეპისკოპოსი აქსი; ზელენოგრადის მთავარეპისკოპოსი საბა, სინოდალური მისიონერული განყოფილების თავმჯდომარე, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის მოადგილე; სერპუხოვოს ეპისკოპოსი რომანი, ვისოცკის სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვარი; ბალაშიხასა და ორეხოვო-ზუევოს ეპისკოპოსი ნიკოლოზი, მოსკოვის საპატრიარქოს გამომცემლობის მთავარი რედაქტორი; პავლე-პოსადის ეპისკოპოსი სილუანე, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის მოადგილე; ისტრის ეპისკოპოსი სერაფიმე, ახალგაზრდულ საქმეთა სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე; რამენის ეპისკოპოსი ალექსი, უწმინდეს პატრიარქ კირილეს პირადი მდივანი; ეგორიევსკის ეპისკოპოსი მეთოდე, წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორი და ნიკოლო-უგრეშის სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვარი; პროტოპრესვიტერი ვლადიმერ დივაკოვი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მდივანი ქ. მოსკოვში; დეკანოზი მიხეილ რიაზანცევი, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის მეკლიტური; დეკანოზი დიონისე კაზანცევი, უწმინდესი პატრიარქის მდივანი მოსკოვის ოლქში; იღუმენი დიონისე (შლიონოვი), წმინდა ანდრიას სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვარი; იღუმენი იოანე (ლუდიშჩევი), სრეტენის სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვარი, სრეტენის სასულიერო აკადემიის რექტორი; დეკანოზი ვიაჩესლავ შესტაკოვი, ზარიადიეში მოსკოვის საპატრიარქოს მეტოქიონის ტაძრების წინამძღვარი, საპატრიარქოს მიძინების საკათედრო ტაძრისა და მოსკოვის კრემლის ტაძრების საცავთმცველი; მღვდელი ვასილი ლოსევი, რუსეთის მსოფლიო სახალხო კრების სამდივნოს ხელმძღვანელი; დედაქალაქის საეკლესიო ოლქების კეთილმოწესენი და ქ. მოსკოვის სამღვდელოება.
ლიტურგიკული გალობები შეასრულა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა (რეგენტი – ი.ბ. ტოლკაჩევი).
უწმინდესმა მეუფემ წირვა აღავლინა მიტროპოლიტ პეტრეს საწინამძღვრო კვერთხის ასლით, რომელიც მოსკოვის კრემლის იარაღის პალატაშია დაცული.
საპატრიარქო წირვას ესწრებოდნენ: რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე ა.იუ. კუზნეცოვა; რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ა.ა. ალიხანოვი; რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, რლდპ-ს ფრაქციის ხელმძღვანელი რფ-ის ფკ-ის სახელმწიფო დუმაში, სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარე საერთაშორისო საქმეებში ლ.ე. სლუცკი; რფ-ის ფკ-ის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარე ქონების, მიწისა და ქონებრივი ურთიერთობების საკითხებში ს.ა. გავრილოვი; რფ-ის ფკ-ის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბიუჯეტისა და ფინანსური ბაზრების საკითხებში ა.ვ. შენდერიუკ-ჟიდკოვი; ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე ვ.რ. ლეგოიდა; ქ. მოსკოვის ეროვნული პოლიტიკისა და რეგიონთაშორისი კავშირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვ.ი. სუჩკოვი; რუსეთის ფედერაციის მთავრობის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორი ი.ნ. კაგრამანიანი; რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ა.ო. ვორობიოვი; რუსეთის მსოფლიო სახალხო კრების მეთაურის მოადგილე, ზოგადრუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის – „მართლმადიდებლური რუსეთი“ – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ.მ. ივანოვი; ტელეარხ „როსია-24“-ის მთავარი რედაქტორი ე.ვ. ბეკასოვი.
ტაძარში ლოცულობდნენ ქ. მოსკოვის დედათა მონასტრების იღუმენიები, მორწმუნეთა სიმრავლე.
საპატრიარქო ღვთისმსახურებას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ ტელეარხები „სოიუზი“ და „სპასი“, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ საიტი Патриархия.ru. საპატრიარქო ღვთისმსახურების ტრანსლაცია ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის წინ დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე გადაიცემოდა.
მრჩობლ კვერექსზე საგანგებო ვედრებები აღევლინა – რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა რუსეთისთვის ილოცა.
ზიარების წინ ქადაგებით გამოვიდა მღვდელი ვალერი ასტანოვი, ყოველთა წმინდანთა რუსეთის მიწაზე გაბრწყინებულთა ტაძრის კლირიკოსი, რომელიც მდებარეობს მოსკოვის ნოვოკოსინოში.
ზიარების შემდეგ შესრულდა მოსკოვის წმინდანთა კრების სადიდებელი მსახურება.
შემდეგ, მოსკოვის წმინდანთა პარაკლისის გალობით, დაიწყო ჯვრით მსვლელობა უწმინდესი პატრიარქის მთაურობით. უწმინდეს მეუფესთან ერთად ისტორიული მარშრუტი გაიარეს მღვდელთმთავრებმა და მღვდლებმა, მონაზვნებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებმა, მორწმუნეთა სიმრავლემ. ისტორიულ მარშრუტზე მის უწმინდესობასთან ერთად იმყოფებოდნენ. სულ, წინამძღვართან ერთად, ლიტანიაში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათეულ ათასმა ადამიანმა.
პარაკლისის გალობაში მონაწილეობა მიიღეს ეპისკოპოსებმა და სამღვდელოებამ, რომლებიც მის უწმინდესობას თანამსახურებდნენ ღვთისმსახურებაზე ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში.
ლოცვის გალობები შეასრულა გაერთიანებულმა ახალგაზრდულმა გუნდმა ანა გოლიკის ხელმძღვანელობით. მის შემადგენლობაში შედიოდნენ დედაქალაქის მგალობელთა შემდეგი კოლექტივები: „პატრიარქის მოხალისეთა“ მოძრაობის გუნდი; ენთუზიასტების მაგისტრალზე მდებარე ღვთისმშობლის „დაღუპულთა მომპოვებელის“ სახ. ტაძართან არსებული ახალგაზრდული გუნდი „მგალობელი სინდისი“; ჩრდილო-აღმოსავლეთის სავიკარიოს ახალგაზრდული გუნდი; სრეტენის სასულიერო აკადემიის გუნდი; სრეტენის მონასტრის ახალგაზრდული გუნდი; სრეტენის მონასტრის გუნდი „ფაცეტია“.
ნოვოდევიჩის მონასტრის კედლებთან მსვლელობა გაჩერდა და ჩატარდა მოსკოვის წმინდანთა პარაკლისი.
მსახურების დასასრულს, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მორწმუნეებს საწინამძღვრო სიტყვით მიმართა:
„ჩემო ძვირფასებო, გულითადად გილოცავთ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის ამ მშვენიერ დღესასწაულს! წმინდა ტიხონის ლოცვით, ჩვენი მიწის მრავალი მოღვაწის ლოცვით, განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში წამებულთა ლოცვით, დაე განმტკიცდეს ჩვენს ხალხში მართლმადიდებლური სარწმუნოება.
მიხარია, რომ დღეს ვხედავ უამრავ ადამიანს, ახალგაზრდების დიდ რაოდენობას, მართლმადიდებლური საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ეს ყველაფერი მოწმობს იმ ფაქტს, რომ ჩვენ უკვე ეკლესიური ცხოვრების აღორძინებისა და განახლების დიდი გზა გავიარეთ.
ღმერთმა ინებოს, რომ კვლავ ასე – სიმდაბლით, ღვთის ნებაზე მინდობით, რუსეთის მიწაზე გაბრწყინებულ წმინდანთა ლოცვებით განვაგრძოთ ცხონების გზით სიარული ჩვენივე საკეთილდღეოდ – რადგან ცხონება ყველაზე დიდი სიკეთეა – და ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. ყველას გილოცავთ დღესასწაულს!“
***
მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობა ნოვოდევიჩის მონასტერში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ტრადიციაა. კრემლიდან ნოვოდევიჩის მონასტერში ლიტანია დაკავშირებულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სმოლენსკის ხატის გადასვენებასთან.
უძველესი ხატი მოსკოვში მე-14 საუკუნის ბოლოს გადაასვენეს მოსკოვში და კრემლის ღვთისმშობლის ხარების ტაძარში დააბრძანეს, საიდანაც, მოგვიანებით, მოსახლეობის თხოვნით, ის სმოლენსკში დააბრუნეს. ხატი საზეიმოდ გააცილეს ქალაქიდან, ხოლო კრემლის ტაძარში ხატის ზუსტი ასლი დარჩა.
1524 წლის 13/26 მაისს, დიდმა მთავარმა, ვასილი III-მ, 1514 წელს სმოლენსკის აღების აღსანიშნავად ნოვოდევიჩის მონასტერი დააარსა მდინარე მოსკოვის ნაპირზე, სადაც მოხდა სასწაულთმოქმედ ხატთან გამომშვიდობება.
1525 წლის 28 ივლისს/10 აგვისტოს, მისი ბრძანებით, მოსკოვის კრემლის ღვთისმშობლის ხარების ტაძრიდან მონასტერში საზეიმოდ გადაასვენეს ღვთისმშობლის ხატი „სმოლენსკის ოდიგიტრია“. მსვლელობას თავად ვასილი III და მიტროპოლიტი დანიელი უძღვებოდნენ. ამ მოვლენის მოსახსენებლად დაწესდა ყოველწლიური დღესასწაული და ლიტანია კრემლიდან ნოვოდევიჩის მონასტერში.
1612 წელს მონასტერი თითქმის მთლიანად განადგურდა, როდესაც რუსეთის სარეზერვო ძალებმა ალყა შემოარტყეს მასში ბოლო პოლონელ დამპყრობლებს. მონასტერი პირველმა რომანოვებმა აღადგინეს და სამეფო ოჯახის მომლოცველობის ადგილად იქცა. მიხეილ თეოდორეს ძე და ალექსი მიხეილოვიჩიის ძე კრემლიდან აქ ფეხით მიდიოდნენ და რადგანაც მონასტერი ქალაქგარეთ მდებარეობდა, მის კედლებთან კარვებს შლიდნენ და ღამეს იქ ათევდნენ, რომ დილის წირვას დასწრებოდნენ, რის შემდეგაც მლოცველებს უმასპინძლდებოდნენ. აქედან ჩაეყარა საფუძველი ნოვოდევიჩის მონასტერში სახალხო დღესასწაულის ჩატარებას (მოგვიანებით ეს ზეიმი „დევიჩი პოლესა“ და პრესნიაში გადაიტანეს).
„სმოლენსკის მსვლელობის“ ტრადიცია, რომელიც 28 ივლისს/10 აგვისტოს აღესრულებოდა, არ შეწყვეტილა თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში. პეტრე I-ის ეპოქამდე მსვლელობას უცვლელად უძღვებოდნენ რუსი ხელმწიფეები და პატრიარქები, მერე კი, 1917 წლამდე – მოსკოვის მიტროპოლიტები. ამ მოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მოსკოველებისთვის, რომლებიც „დევიჩი პოლეზე“ რელიგიურ დღესასწაულს სახალხო დღესასწაულთან აერთიანებდნენ.
ნოვოდევიჩის მონასტრის წყალობით გაჩნდა პრეჩისტენკას (ყოვლადწმიდას) ქუჩა. თვით ქუჩა ადრეც არსებობდა, მაგრამ მას სახელი მიენიჭა 1658 წელს პირადად მეფის ბრძანებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის საპატივცემულოდ, რომლისკენაც ხალხი ლიტანიით მიდიოდა ამ ქუჩით კრემლიდან ნოვოდევიჩის მონასტრამდე.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის ფოტო