
მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის სულიერი მისიის მეთაურის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო უფლის საფლავზე გამართულ საღმრთო ლიტურგიაში




სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.08.2025. 24 აგვისტოს, სულთმოფენობიდან მე-11 კვირას, იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის მეთაურის მოადგილემ, იღუმენმა ნიკონმა (გოლოვკო), მონაწილეობა მიიღო ღამისთევის საღმრთო ლიტურგიაში უფლის საფლავის კუვუკლიაში, რომელსაც პელას (იერუსალიმის საპატრიარქო) მთავარეპისკოპოსი ფილუმენი უძღვებოდა.
იერარქს თანამსახურებდნენ ტროტუშანსკის ეპისკოპოსი თეოფილე (ანესტესოაე), რუმინეთის საპატრიარქოს ყოფილი წარმომადგენელი იერუსალიმის საპატრიარქოში, ასევე მისი მემკვიდრე ამ თანამდებობაზე, არქიმანდრიტი იოანე (მეიუ); წმინდა საფლავის საძმოს სასულიერო პირები: მღვდელმონაზონი ათანასე, პატრიარქის მთავარდიაკონი მარკოზი და ბერდიაკონი გერასიმე, ასევე მომლოცველები რუსეთიდან.
ღმრთისმსახურება ჩატარდა ბერძნულ, არაბულ, საეკლესიო სლავურ და რუმინულ ენებზე, – იტყობინება რუსეთის სულიერი მისიის საიტი.
საღმრთო ლიტურგიის გალობა შეასრულა უფლის საფლავის საძმოს გუნდმა უფლის საფლავის მცველის, მთავარი საცავმცველის, იერაპოლის მთავარეპისკოპოს ისიდორეს ხელმძღვანელობით.
წირვაზე ლოცულობდნენ მოსკოვის სტავროპიგიულური დედათა მონასტრების წინამძღვრები: ზაჩატევის – იღუმენია იულიანია (კალედა) და ღვთისმშობლის შობის – იღუმენია ვიქტორინა (პერმინოვა), ასევე გორნენსკის მონასტრის დები და მომლოცველები რუსეთიდან და რუმინეთიდან.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
02.08.2025
08.05.2025
02.08.2025
08.05.2025
20.04.2025