
მოსკოვის საპატრიარქო
დაიწყო საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს კეთილმოწესეთა მომლოცველობა რუსეთში



სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 22.08.2025. 21 აგვისტოს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით რუსეთში დაიწყო ოცდაათი კეთილმოწესისა და უფროსი მღვდლების მოგზაურობა, რომლებიც საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს სამწყემსო პასუხისმგებლობის 22 ქვეყანას წარმოადგენენ.
„დანილოვსკაიას“ სასტუმროში დელეგაციას დახვდა საპატრიარქოს აფრიკის ეგზარქოსი, კაიროსა და ჩრდილოეთ აფრიკის მიტროპოლიტი კონსტანტინე. მეუფემ საერთო კრება გამართა, რომელზეც თბილად მიესალმა მღვდელმსახურებს და მათთან ერთად არაერთი ორგანიზაციული საკითხი განიხილა, – იტყობინება ეგზარქოსის საიტი.
სასულიერო პირები მოილოცავენ დედაქალაქის მართლმადიდებლურ სიწმინდეებს, მონაწილეობას მიიღებენ ღვთისმსახურებებში, საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს კეთილმოწესეთა პირველ საეკლესიო-პრაქტიკულ კონფერენციასა და სხვა საეკლესიო ღონისძიებებში.
26 აგვისტოს, ТАСС-ში შედგება საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს საქმიანობისა და კეთილმოწესეთა მომლოცველობისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია.
დელეგაციის შემადგენლოაში შედიან საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს ვიკარი, ლუხოვიცკის ეპისკოპოსი ეფთვიმე; საეკლესიო ოლქების კეთილმოწესენი სამხრეთ აფრიკაში, კენიაში, ტანზანიაში, ნიგერიაში, კამერუნში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კონგოს რესპუბლიკაში, უგანდაში, ბურუნდიაში, მალავიში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, რუანდაში, მაგადაგასკარში, კოტ-დივუარეში, ტოგოში, ბენინეში და ბურკინა-ფასოში; ასევე საეგზარქოსოს სასულიერო პირები ანგოლიდან, გაბონიდან, ზამბიიდან და მავრიკიიდან.
მომლოცველობითი მოგზაურობა 29 აგვისტოს დასრულდება.
ფოტო: ჯამპიერო ასუმა, RT
02.08.2025
08.05.2025
02.08.2025
08.05.2025