
მოსკოვის საპატრიარქო
ფერისცვალების დღესასწაულზე რუსეთის სულიერი მისიის სასულიერო პირებმა თანამსახურება გაუწიეს იერუსალიმის პატრიარქს თაბორის მთაზე





სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 21.08.2025. 2025 წლის 19 აგვისტოს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულზე, იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, იღუმენმა ნიკონმა (გოლოვკო) და უფლის ნათლობის ადგილას მისიის მეტოქიონის მეკლიტურმა, მღვდელმონაზონმა მათემ (კოზლოვი) მონაწილეობა მიიღეს ღამისთევის საღვთო ლიტურგიაში თაბორის მთის მწვერვალზე მდებარე უფლის ფერისცვალების მონასტერში.
წირვას იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, უნეტარესი პატრიარქი თეოფილე წარუძღვა. მის უნეტარესობას თანამსახურება გაუწიეს: იერუსალიმის საპატრიარქოს გენერალური მდივანმა, კონსტანტინის მთავარეპისკოპოსმა არისტარქემ; კატარის მთავარეპისკოპოსმა მაკარიმ, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა წმინდა მიწაზე, არქიმანდრიტმა იოანემ (მეიუ); იერუსალიმის საპატრიარქოს სასულიერო პირებმა; წმინდა მიწის არაბულენოვანმა სასულიერო პირებმა; ასევე სამღვდელო ხარისხის მქონე მომლოცველებმა რუსეთიდან და რუმინეთიდან.
საღვთო ლიტურგიაზე ლოცულობდნენ საბერძნეთის გენერალური კონსული იერუსალიმში დ. ანგელოსოპულოსი და საბერძნეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე წმინდა მიწის მართლმადიდებელი არაბული თემების მორწმუნეები, გორნენსკის მონასტრის დები და მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
მისისი საიტის ცნობით, ღვთისმსახურება აღევლინა ბერძნულ, არაბულ, საეკლესიო სლავურ და რუმინულ ენებზე.
სამღვდელოების ზიარების შემდეგ პატრიარქმა თეოფილემ სამღვდელოებას და მლოცველ საზოგადოებას სადღესასწაულო სიტყვით მიმართა.
საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მისმა უნეტარესობამ ყურძნის ახალი მოსავალი აკურთხა.
02.08.2025
08.05.2025
02.08.2025
08.05.2025