მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი სიტკისა და ალიასკის მთავ…

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი სიტკისა და ალიასკის მთავარეპისკოპოს ალექსის შეხვდა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.08.2025. 2025 წლის 15-16 აგვისტოს, ანკორიჯში (ალიასკა) ელმენდორფ-რიჩარდსონის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართა რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები უმაღლეს დონზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ყვავილებით შეამკო საბჭოთა ჯარისკაცების საფლავები ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე „ფორტ რიჩარდსონის“ სასაფლაოზე, – იტყობინება Kremlin.ru.

სასაფლაოს მონაკვეთზე, რომელსაც ეწოდება „მოკავშირეები მეორე მსოფლიო ომის წლებში“, 14 საბჭოთა მოქალაქეა დაკრძალული. დადგენილია 11 სამხედრო მოსამსახურის სახელი და სამხედრო წოდება, მათ შორისაა: ცხრა მფრინავი, რომლებიც მონაწილეობდნენ თვითმფრინავების გადაყვანაში ალიასკა-ციმბირის საჰაერო მაგისტრალზე და ორი მეზღვაური, რომლებიც აშშ-ში იმყოფებოდნენ გემების მისაღებად „ლენდ-ლიზის“ პროგრამით. ერთი საფლავი უცნობია, ხოლო კიდევ ორი სამარხი სამოქალაქო პირებს ეკუთვნით.

რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ასევე ესაუბრა ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქს, სიტკისა და ალიასკის მთავარეპისკოპოს ალექსის. რუსეთის პრეზიდენტმა იერარქს ამერიკის მფარველი წმინდანის, ღირსი გერმანე ალიასკელის და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ხატები გადასცა.

„მინდა გადმოგცეთ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს საუკეთესო სურვილები. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით ჩემი აქ ვიზიტის წინ. მან მე თავად მიამბო, როგორ ფუძნდებოდა აქ მართლმადიდებელი ეკლესია. მითხრა, რომ თვითონაც იყო აქ ნამყოფი და აღსრულებული ჰქონდა ღვთისმსახურება. დიდი სითბოთი ისაუბრა თქვენზე“, – უთხრა ვ.ვ. პუტინმა.

მთავარეპისკოპოსმა ალექსიმ მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს და ასევე უსახსოვრა მას ათონის მთაზე დაწერილი ღირსი გერმანე ალიასკელის ხატი. „ეს არის ხატი, რომელიც მაჩუქეს, როდესაც წმინდა მთიდან ეპისკოპოსად მაკურთხეს. ოთხი წლის განმავლობაში ეს ხატი ჩემს სალოცავ კუთხეში იყო დაბრძანებული, და მე მსურს, ის თქვენ გადმოგცეთ, რათა გამოვხატო ალიასკის მკვიდრთა მადლიერება იმ ქვეყნის ლიდერისადმი, რომელმაც ერთ დროს აქ მისიონერები გამოგზავნა. ვინაიდან რუსეთმა მოგვცა ის, რისთვისაც ყველაზე მადლიერები ვართ, რაც ყველაზე ძვირფასია – ეს არის მართლმადიდებლური სარწმუნოება“, – აღნიშნა მღვდელთმთავარმა.

მეუფე ალექსიმ თქვა, რომ ის ყოველ წელს ცდილობს, ეწვიოს რუსეთს. „ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი სამღვდელოებისთვის, სემინარიელებისთვის – ეს ყოველთვის დიდი საჩუქარია. ყოველთვის, როცა ისინი იქ (რუსეთში) იმყოფებიან, ამბობენ: ჩვენ საკუთარ სახლში აღმოვჩნდით“, – დასძინა მან.

ვ.ვ. პუტინმა იერარქს სასურველი სტუმარი უწოდა და აღნიშნა, რომ მას ყოველთვის შეუძლია, როგორც კი რუსეთში ჩამოვა, თავი საკუთარ სახლში იგრძნოს.

გარდა ამისა, ვ.ვ. პუტინი მოკლედ ესაუბრა „ფორტ რიჩარდსონის“ ნაციონალური სასაფლაოს დირექტორს, დვეინ მანდენჰოლს და მადლობა გადაუხადა მას საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნის შენარჩუნებისა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებისთვის.

ფოტო: Kremlin.ru

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგ სხდომას

25.06.2025

მისი უწმინდესობის, პატრიარქ კირილეს სამძიმარი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს დამასკოში, წინასწარმეტყველ ელიას ტაძარში, მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით

22.06.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა თავდამსხმელებში ქრისტიანული რწმენის არარსებობას ამტკიცებს

07.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

მიტროპოლიტმა ანტონიმ დეკანოზ იგორ ვიჟანოვს გადასცა პატრიარქის ბრძანებულება სსკგ-ის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

08.08.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა

26.07.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب