
მოსკოვის საპატრიარქო
ბოროტმზარხველებმა ქებრონში რუსული ეკლესიის მეტოქიონში არსებულ ბაღს ცეცხლი წაუკიდეს




სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 15.08.2025. 15 აგვისტოს, ხანძარი გაჩნდა ქებრონში, წმინდა მამამთავართა სახელობის რუსეთის სულიერი მისიის მეტოქიონიოს ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს მუხა, რომელიც წმინდა პატრიარქ აბრაამის ბიბლიური სტუმართმოყვარეობის ადგილად ითვლება, რის შედეგადაც მეტოქიონის ბაღში არსებული ხეხილის ხეები დაზიანდა.
როგორც მისიის საიტი იტყობინება, ხანძარმა თითქმის მიაღწია უძველეს მუხას, მაგრამ მეტოქიონის ბინადართა დროული რეაგირების წყალობით, მოხერხდა მისი შეჩერება და სახანძრო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ოპერატიულად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.
პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიების დროს დადგინდა, რომ ხანძრის მიზეზი განზრახ ცეცხლის წაკიდება იყო: ბოროტმზრახველებმა ღობეზე გადააგდეს ფოლგაში გახვეული ცეცხლმოკიდებული ნახშირი, რამაც ხეების აალება გამოიწვია. სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა რამდენიმე დღის განმავლობაში არსებულმა ძლიერმა სიცხემ. ქებრონში მდებარე წმინდა მამამთავართა მეტოქიონის მთავარი მეკლეტურის, მღვდელმონაზონ ამბროსის (იგნატოვი) თქმით, ამ ეტაპზე მეტოქიონს და იქ განთავსებულ სიწმინდეებს საფრთხე არ ემუქრება. რუსეთის სულიერი მისია იერუსალიმში და პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობა კონტაქტზეა ქებრონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა გამოძიებულ იქნას მომხდარი ინციდენტი.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
02.08.2025
08.05.2025
02.08.2025
08.05.2025