
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 02.08.2025. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ანგელოზის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა.
მილოცვაში ნათქვამია:
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
მთელი გულით გილოცავთ თქვენი ანგელოზის დღეს.
თქვენი ზეციური მფარველის, წმინდა წინასწარმეტყველ ელიას ღვთისადმი მოშურნეობის მაგალითით შთაგონებული, თქვენ დაუღალავად ზრუნავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლზე, რომლებიც უფალმა თქვენს მზრუნველობას მიანდო, და ყველა ღონეს ხმარობთ ხალხის განათლებისა და მასში რწმენის განსამტკიცებლად.
საქართველოს ეკლესიის საჭესთან თქვენმა მოღვაწეობამ მის წიაღში საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები მიიზიდა. ყველა ისინი თქვენში თავისი სამწყსოსადმი სიყვარულით სავსე სულიერ მამას და მოძღვარს ხედავენ. ამის წყალობითაა, რომ საქართველოში საეკლესიო ცხოვრება მრავალი მიღწევით აღინიშნება, რამეთუ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ (რომ. 8:28).
ღვთის წინასწარმეტყველ ელიას ლოცვით, დაე, უფალმა გარდამოგივლინოთ თავისი მადლმოსილი შეწევნა მაღალი საპატრიარქო მსახურების აღსრულებისას, გიბოძოთ ჯანმრთელობა და თქვენი სულიერი და ხორციელი ძალების შევსება წმინდა ეკლესიის საკეთილდღეოდ.
ქრისტეში მოკრძალებული სიყვარულით,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო
საეკლესიო კავშირების თავმჯდომარე
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
02.08.2025
08.05.2025
02.08.2025
08.05.2025
20.04.2025