
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 02.08.2025. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ანგელოზის დღე მიულოცა.
გულითადად გილოცავთ თქვენი ანგელოზის დღეს.
თქვენი ზეციური მფარველის, ღვთის წინასწარმეტყველ ელიას წინამძღოლობით გაძლიერებული, თქვენ თქვენდამი რწმუნებულ სამწყსოს აჩვენებთ უფლის მცნებების მიმდევრობის კეთილ მაგალითს და მტკიცე სასოობას მის ყოვლადსახიერ განგებულებაზე, განამტკიცებთ ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და მოუწოდებთ დაიცვან ივერიის ძველი ტრადიციები.
მრავალი ათწლეულის განმავლობაში თქვენ აღასრულებთ მაღალ საპატრიარქო მსახურებას, დაუღალავად ზრუნავთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე შემდგარი რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას (1 ტიმ. 6:11).
ამ წმინდა დღეს განსაკუთრებულ ლოცვებს აღვავლენ თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობისთვის, რათა უფალმა ნათლითა გონებითა განათლებული (წმინდანის სტიქარონი) საკვირველი წინასწარმეტყველის მეოხებით გიბოძოთ თქვენ ძალების სიმტკიცე და უხვი შეწევნა წმინდა მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ თქვენს საწინამძღვრო მოღვაწეობაში.
ქრისტეში ძმური სიყვარულით,
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
02.08.2025
08.05.2025
02.08.2025
08.05.2025
20.04.2025