
მოსკოვის საპატრიარქო
სტამბოლში პატივი მიაგებს პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპულ რუს მეზღვაურებს

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.07.2025. 27 ივლისს, სამხედრო-საზღვაო ძალების დღეს, დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, სტამბოლში რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულოს საზაფხულო რეზიდენციის ტერიტორიაზე რუსეთის წყალქვეშა ნავის, „მორჟის“, მეზღვაურების ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი ჩატარდა, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის ბრძოლებში მონაწილეობდნენ.
პანაშვიდი ჩაატარა თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსოს სულიერი ზრუნვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელმა მღვდელმა, ქ. სტამბულში წმინდანთა კონსტანტინე და ელენეს სახ. ტაძრის წინამძღვარმა გიორგი სერგეევმა, – იუწყება თურქეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების ოფიციალური ტელეგრამ-არხი.
1917 წლის მაისში წყალქვეშა ნავი „მორჟი“ მთელი ეკიპაჟით დაიღუპა თურქეთის სანაპიროსთან ერეგლის რაიონში.
მოწინაამდეგის არქივების მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია შევეცადოთ წარმოებული ლაშქრობის სურათის აღდგენას. ამგვარად, 1917 წლის 4 მაისს, წყალქვეშა ნავს აკჩაკოჯის სანაპირო დაცვის ბატარეამ ცეცხლი გაუხსნა და 18 ჭურვი ესროლა. ნავმა ჩრდილოეთისკენ დაიხია. მის მოსაძებნად გაგზავნილმა რუსეთის ნაღმმზიდებმა ტყვეები შეიპყრეს, რომლებმაც ჩვენება მისცეს, რომ 1917 წლის 12 მაისს დაინახეს ბრძოლა წყალქვეშა ნავსა და ჰიდროპლანებს შორის. ნავი ბოსფორის რაიონში მოდრეიფე ნაღმზე აფეთქების შედეგად განადგურდა.
ეკიპაჟის 42 წევრიდან სამი მეზღვაურის ცხედარი რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულოს საზაფხულო რეზიდენციის ტერიტორიაზეა დაკრძალული.
02.08.2025
08.05.2025
02.08.2025
08.05.2025