
მოსკოვის საპატრიარქო
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა






სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 26.07.2025. 26 ივლისს ვატიკანში, მოციქულთა სასახლეში, გაიმართა შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონისა და პაპ ლეონ XIV-ს შორის.
შეხვედრის დროს მიტროპოლიტმა ანტონიმ პაპს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სახელით მისალმება და მილოცვა გადასცა რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევასთან დაკავშირებით.
პაპმა ლეონ XIV-მ მადლობა გადაუხადა უწმინდეს პატრიარქ კირილეს კეთილი სურვილებისთვის და აღნიშნა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა.
საუბრის პროცესში მრავალი საკითხი იქნა განხილული, რომლებიც უკავშირდება მართლმადიდებლურ-კათოლიკურ დიალოგს, ასევე მსოფლიოში, მათ შორის უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებს.
კერძოდ, მიტროპოლიტმა ანტონიმ პაპ ლეონ XIV-ს უამბო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს თანამოსაუბრეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025