მთავარი გვერდი ახალი ამბები
წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგ…

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.07.2025. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიერ 2025 წლის 24 ივლისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე განხილულ თემებს შორის იყო, აგრეთვე, საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროსთან დაკავშირებული საკითხები.

კერძოდ, მოისმინეს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მოხსენება რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქ მარ ავა III-ის ვიზიტის შესახებ. ვიზიტი შედგა 2025 წლის 30 მაისიდან 10 ივნისამდე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მოწვევით.

31 მაისს მაღალი რანგის სტუმარი შეხვდა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის. განიხილეს მოსკოვის საპატრიარქოსა და აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიას შორის მიმდინარე ურთიერთქმედებები, ასევე მათი შემდგომი განვითარების გეგმები.

2-დან 5 ივნისის ჩათვლით, აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წინამძღვარი სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიის საზღვრებს ეწვია, სადაც სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტ ბარსანოფს და სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორ ა.დ. ბეგლოვს შეხვდა.

მოსკოვში კათოლიკოსმა მარ ავა III-მ ასურელი მორწმუნეებისთვის ღვთისმსახურება აღასრულა. შედგა შეხვედრა აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წინამძღვრისა წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების კორპორაციის წევრებთან და სრუდენტებთან.

მიიღო რა ცნობად მოხსენება, წმინდა სინოდმა კმაყოფილება გამოთქვა აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქ მარ ავა III-ის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვნად იქნა აღიარებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიას შორის, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელება ორმხრივი დიალოგის კომისიის ფარგლებში.

***

სსკგ-ის თავმჯდომარემ ისაუბრა, ასევე, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მალანკარის ორთოდოქსალურ სირიულ ეკლესიას შორის ორმხრივი ურთიერთობების კოორდინაციის სამუშაო ჯგუფის სხდომის თაობაზე, რომელიც გაიმართა 2025 წლის 18-19 ივლისს წმინდა სერგის სამების ლავრაში.

მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან დელეგაციაში შედიოდნენ სერგი- პოსადისა და დიმიტრიევის ეპისკოპოსი კირილე – სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების (სსკგ) ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების მდივანი მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი) – სამუშაო ჯგუფის მდივანი; სსკგ-ის თანამშრომელი მღვდელმონაზონი მარკოზი (ახმატხანოვი); ეკონომიკის უმაღლესი სკოლის კლასიკური აღმოსავლეთისა და ანტიკურობის ინსტიტუტის უფროსი ლექტორი მ.გ. კალინინი. მალანკარის ორთოდოქსალური სირიული ეკლესიის მხრიდან სხდომაში მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მიტროპოლიტი ზაქარია მარ ნიკოლოვოსი – სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, დელის მიტროპოლიტი იუჰანონ მარ დემეტრიოსი – საპატიო სტუმრის სტატუსით; დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და აფრიკის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაჰამ მარ სტეფანოსი; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი, მღვდელი აშვინ ფერნანდესი – სამუშაო ჯგუფის მდივანი; საეკლესიო საბჭოს წევრი დ. მეთიუ.

2024 წლის აგვისტოში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ჯგუფის წინა სხდომის შემდეგ, განხორციელდა მთელი რიგი ორმხრივი ინიციატივები: კონტაქტები წინამძღვრებისა და იერარქების დონეზე; ურთიერთქმედების კოორდინაცია ქრისტიანთაშორისო და საერთაშორისო პლატფორმებზე; სტუდენტური გაცვლა და აკადემიური თანამშრომლობა; მონაზვნური გამოცდილების გაცვლა; თანამშრომლობა სოციალურ სფეროში და საავადმყოფო მსახურებაში; ურთიერთქმედება მედიის სფეროში; თანამშრომლობა დიასპორაში; ორმხრივი მომლოცველობითი ვიზიტები; ღონისძიებები კულტურისა და საეკლესიო ხელოვნების სფეროში; თეოლოგიური კონსულტაციები.

სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა წინადადებები აქტუალური მიმართულებებით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ.

მოისმინეს რა მოხსენება, სინოდის წევრებმა სამუშაო ჯგუფის საქმიანობა წარმატებულად აღიარეს და აღნიშნეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მალანკარის ორთოდოქსალური სირიული ეკლესიის მიერ განხორციელებული ორმხრივი პროექტების მნიშვნელობა.

***

სხდომის მსვლელობისას წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, დეკანოზ ნიკოლოზ ლიშჩენიუკის გათავისუფლების შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან.

სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა დეკანოზი იგორ ვიჟანოვი. იგი გათავისუფლდა ქ. ნიუ-იორკის წმინდა ნიკოლოზის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის თანამდებობიდან და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის განკარგულებაში გადავიდა.

***

სხდომაზე მოისმინეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის ანგარიში ლიბანსა და იტალიაში ვიზიტების შესახებ.

2025 წლის 16-18 მაისს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი სამუშაო ვიზიტით ლიბანს ეწვია. სსკგ-ის თავმჯდომარე შეხვდა ლიბანის პრეზიდენტს, ჯოზეფ აუნოს; სომხური სამოციქულო ეკლესიის კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსს, პატრიარქ არამ  I-ს; მარონიტული კათოლიკური ეკლესიის პატრიარქს, ბეშარა ბუტროსს; კარდინალ არ-რაისს; მოინახულა ანტიოქიის საპატრიარქოს ზაჰლესა და ბეირუთის მიტროპოლიები. მიტროპოლიტმა ანტონიმ ასევე მიიღო მონაწილეობა ქ. ზაჰლეში ღვთისმშობლის ხატის, „მოულოდნელი სიხარული“, ტაძრის კურთხევაში, რომელიც რუსული არქიტექტურული სტილით აშენდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენლის, ფილიპოპოლის მიტროპოლიტ ნიფონის ინიციატივით და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დახმარებით.

21-დან 25 მაისამდე, უწმინდეს პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტი ანტონი იტალიას ეწვია. 22 მაისს, წმინდა მღვდელთმთავარ ნიკოლოზ მირონ-ლუკიელის ხსენების დღეს, ქ. ბარში, წმინდანის ბაზილიკაში, საღვთო ლიტურგია აღავლინეს სსკგ-ის თავმჯდომარემ და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსის ვიკარმა, ბოგოროდსკის ეპისკოპოსმა ამბროსიმ. მღვდელთმთავრებს თანამსახურება გაუწიეს ბარის წმინდა ნიკოლოზის საპატრიარქო მეტოქიონის წინამძღვარმა დეკანოზმა ვიაჩესლავ ბაჩინმა და სამღვდელო ხარისხის მქონე მომლოცველებმა. წირვაზე ილოცა რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვატიკანში ი.დ. სოლტანოვსკიმ. იმავე დღეს, მიტროპოლიტი ანტონი შეხვდა ბარის კათოლიკე მთავარეპისკოპოსს, ჯუზეპე სატრიანოს და წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ბაზილიკის წინამძღვარს, მღვდელ ჯოვანი დისტანტეს.

24 მაისს, სლოვენთა განმანათლებელთა, წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს ხსენების დღეს, რომში, წმინდა კლიმენტის ბაზილიკაში, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსმა, კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა ნესტორიმ პარაკლისი აღასრულეს. ღვთისმსახურების დროს აღევლინა ლოცვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესთვის, რომელიც თავისი მფარველი ანგელოზის დღეს აღნიშნავდა. ეკლესიაში დამსწრეებს შორის იყვნენ იტალიაში რუსეთისა და ბელარუსიის საელჩოების წარმომადგენლები, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რომის სამრევლოების წევრები და მომლოცველები.

25 მაისს, ქ. რომში, წმინდა ნიკოლოზოს ტაძარში, საღვთო ლიტურგია აღავლინეს სსკგ-ის თავმჯდომარემ და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსმა. ამ დღეს აღინიშნა ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში სამრევლოს დაბრუნების 25 წლისთავი. მლოცველებს სიტყვით მიმართა მიტროპოლიტმა ანტონიმ, გადასცა მათ უწმინდესი პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევა და აღნიშნა 2000 წელს დედა-ეკლესიის წიაღში დაბრუნების შესახებ წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სამრევლო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ისტორიული მნიშვნელობა.

***

სსკგ-ის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სხდომაში მონაწილეობაზე.

2025 წლის 18-დან 24 ივნისის ჩათვლით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი მეთაურობდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) გამართულ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სხდომაში. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ დეკანოზი მიხეილ გუნდიაევი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ჟენევაში დეკანოზი მიხეილ გუნდიაევი, სსკგ-ის მდივანი ქრისტიანთაშორის ურთიერთობებში სტეფანე (იგუმნოვი) და სსკგ-ის თანამშრომელი მ.ბ. ნელიუბოვა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ემს-ს ცკ-ის კომიტეტების იმ სხდომებში, რომლებიც ეხებოდა პროგრამულ, ფინანსურ, საკომუნიკაციო და პოლიტიკურ საკითხებს.

მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ინიციატივით ცენტრალურმა კომიტეტმა იმსჯელა დევნილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობის შესახებ. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა 2025 წლის 17 ივნისს ჩერნოვცში სულიწმიდის საკათედრო ტაძრის ძალადობრივი მიტაცების მცდელობაზე.

მიტროპოლიტმა ანტონიმ მოლაპარაკებები გამართა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალურ მდივანთან, ჯ. პილეემთან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარისა რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რ.ე. ამბაროვთან.

22 ივნისს, მიტროპოლიტმა ანტონიმ საღვთო ლიტურგია აღასრულა იოჰანესბურგის წმინდა სერგის საკათედრო ტაძარში.

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგ სხდომას

25.06.2025

მისი უწმინდესობის, პატრიარქ კირილეს სამძიმარი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს დამასკოში, წინასწარმეტყველ ელიას ტაძარში, მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით

22.06.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა თავდამსხმელებში ქრისტიანული რწმენის არარსებობას ამტკიცებს

07.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

მიტროპოლიტმა ანტონიმ დეკანოზ იგორ ვიჟანოვს გადასცა პატრიარქის ბრძანებულება სსკგ-ის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

08.08.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა

26.07.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب