
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა











სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 24.07.2025. 2025 წლის 24 ივლისს, მოსკოვში, დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა უხელმძღვანელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას.
სხდომის გახსნისას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სინოდის წევრებს შესავალი სიტყვით მიმართა, რომელშიც წარმოადგინა დღის წესრიგი, რის შემდეგაც სინოდმა დაიწყო მუშაობა, – ея იტყობინება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.
სხდომაში მონაწილეობას იღებენ:
წმინდა სინოდის მუდმივი წევრები: კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვას მიტროპოლიტი ვლადიმერი; ყაზახეთის რესპუბლიკაში სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე; შუააზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური, ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი; სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსონოფი; მოსკოვის მიტროპოლიაში პატრიარქის ადგილმონაცვლე, კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე; სრულიად ბელარუსიის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამენი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; მოსკოვის საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს თავმჯდომარე, ვლადიმირისა და სუზდალის მიტროპოლიტი ნიკანდრე;
წმინდა სინოდის დროებითი წევრები: ნოვოკახოვკისა და გენიჩესკის მიტროპოლიტი ფილარეტი; კოსტრომისა და ნერეხტის მიტროპოლიტი ფერაპონტე; ვორკუტისა და უსინსკის მთავარეპისკოპოსი მარკოზი; ბალაშოვისა და რტიშჩევის ეპისკოპოსი ტარასი; იშიმისა და არომაშევის ეპისკოპოსი ტიხონი.
ფოტო: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრესსამსახური
პატრიარქი
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025