მთავარი გვერდი ახალი ამბები
არგენტინაში სიყვარულის, ოჯახისა და ერთგულების დღისადმი …

არგენტინაში სიყვარულის, ოჯახისა და ერთგულების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.07.2025. 15 ივლისს, ბუენოს-აირესში (არგენტინა), მარიანო მორენოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა სადღესასწაულო კონცერტს სახელწოდებით „სამშობლო ოჯახიდან იწყება“, რომელიც სიყვარულის, ოჯახისა და ერთგულების დღეს მიეძღვნა; რუსეთში ის 8 ივლისს აღინიშნება – ქორწინების მფარველთა, წმინდა კეთილმორწმუნეთა პეტრე და ფებრონია მურომელების ხსენების დღეს.

სადღესასწაულო საღამოს ორგანიზატორები იყვნენ ახალგაზრდული ორგანიზაცია „ფენიქსი“, რუსული სახლი ბუენოს-აირესში და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არგენტინის ეპარქია.

ღონისძიების დასაწყისში აუდიტორიას სიტყვით მიმართეს არგენტინის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მრჩეველ-წარგზავნილმა პ.ა. ზვარზინმა და არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსმა ლეონიდემ, – იტყობინება ეპარქიის ტელეგრამ-არხი.

მთავარეპისკოპოსმა სტუმრებს დღესასწაულთან დაკავშირებით შეახსენა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს სიტყვები: „ოჯახი საზოგადოების საყრდენია, მისი კეთილდღეობისა და სულიერი სიჯანსაღის საწინდარია: სწორედ ოჯახში იწყებს ადამიანი, შინაურების ზრუნვით გარშემორტყმული, თავისი გარემომცველი სამყაროს შეცნობას, იღებს ზნეობრივ აღზრდას და კეთილი საქმეების პირველ უნარებს“.

„ბევრი ივიწყებს და, შესაძლოა, არც კი იცის, რომ ოჯახის შექმნის მთავარი მიზანი სიყვარულით ხსნაა, – განაგრძო ეპისკოპოსმა ლეონიდემ. – მაგრამ არა ეგოისტური და მომთხოვნი სიყვარულით, არამედ მსხვერპლშეწირვითი, თავდადებითი, თავგანწირვით, ურთიერთგაგებითი და ერთმანეთზე მზრუნველობითი სიყვარულით. ასეთი ოჯახური გემი არ შეიძლება დაიმსხვრეს, ყოფითი ბობოქარი ზღვის რარიგ ძლიერი ტალღებიც არ უნდა დააცხრეს მას“. იერარქმა ყველა დამსწრეს უსურვა „წმინდა კეთილმორწმუნე მთავარ პეტრესა და კეთილმორწმუნე მთავრინა ფებრონიას ლოცვებით ძლიერი ოჯახური ბედნიერება და კეთილდღეობა, მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული“.

შემდეგ სცენაზე გამოვიდნენ არგენტინის, რუსი თანამემამულეების და სომხეთისა და ინდოეთის დიასპორების წარმომადგენლების ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები.

დიდი ხნის ტრადიციის თანახმად, სიყვარულის, ოჯახისა და ერთგულების დღესთან დაკავშირებით, პატივი მიაგეს 25 წელზე მეტი ხნის ქორწინებაში მყოფ ოჯახებს. ბუენოს-აირესის რუსული სახლის დირექტორმა დ.ი. ოიუნმა ორ ოჯახურ წყვილს გადასცა მედლები „სიყვარულისა და ერთგულებისთვის“.

სადღესასწაულო კონცერტს ასევე ესწრებოდნენ: არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს რელიგიების რეგისტრაციის სახელმწიფო ადმინისტრაციის გენერალური დირექტორი ხორხე დანიელ სტოკლანდი; ბუენოს-აირესის მუნიციპალიტეტის რელიგიურ საკითხებში წარმომადგენელი მარია ალეხანდრა ფუერტეს ვეგა; არგენტინაში რუსი თანამემამულეების ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, მსოფლიო საკოორდინაციო საბჭოს წევრი, კინორეჟისორი სილვანა იარმოლიუკ-სტროგანოვა; ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) ესპანური ენის კათედრის გამგე გ.ა. გორენკო; არგენტინის ეპარქიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი დეკანოზი ოლეგ მოკრიაკი; ქალაქ ლანუსში მდებარე რუსეთის მიწის ყოველთა წმინდანთა ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ნიკოლოზ გედეში; რუსი თანამემამულეების კულტურული კლუბების პრეზიდენტები, საზოგადოების წარმომადგენლები, ტაძრების მრევლი და არგენტინის დედაქალაქის მაცხოვრებლები.

ღონისძიების დასასრულს კონცერტის ყველა მონაწილის შესრულებით ოჯახისადმი მიძღვნილი ჰიმნი აჟღერდა.

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

უწმინდესი პატრიარქი კირილე საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ საშობაო მილოცვა გაუგზავნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების მორიგი წლისთავი მიულოცა

25.12.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს მიულოცეს

20.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

მისალოცი წერილი უწმინდეს პატრიარქ კირილესგან რუსული სამყაროს XVII ასამბლეის მონაწილეებს

20.10.2025

ასტანაში ჩატარებული ყრილობის ფარგლებში უწმინდესი პატრიარქი კირილე რელიგიურ ლიდერებს შეხვდა

18.09.2025

შედგა შეხვედრა უწმინდეს პატრიარქ კირილესა და იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს შორის

17.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2025

ზოგადსაეკლესიო ასპირანტურაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად“

29.11.2025

XXVII მსოფლიო რუსული სახალხო კრების ფარგლებში სექციაზე „დიპლომატია და რუსეთის მართლმადიდებლობის დაცვის უფლება“, განიხილეს მართლმადიდებლობის დაცვის საკითხები

18.11.2025

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებმა სსკგ-ის თავმჯდომარეს სამღვდელთმთავრო მსახურების 10 წლის იუბილე მიულოცეს

10.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

საპატრიარქო მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მღვდელთმთავრად კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით

26.10.2025

ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ახალი სამყარო და ქრისტიანული ცივილიზაცია“

19.10.2025

სსკგ-ის თავმჯდომარე ერაყში ქრისტიანული თემების წარმომადგენლებს შეხვდა

28.09.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

14.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب