
მოსკოვის საპატრიარქო
ვოსკრესენსკის მიტროპოლიტმა გრიგოლმა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მცირე კურთხევის წეს-განგება აღასრულა







სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 08.07.2025. 2025 წლის 7 ივლისს წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის იოანეს შობის დღესასწაულზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველმა ვიკარიუსმა ქალაქ მოსკოვში, ცენტრალური ვიკარიატის მმართველმა, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის სახელობის ქართული ტაძრის მცირე კურთხევის წეს-განგება აღასრულა და მასში საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
მიტროპოლიტ გრიგოლს თანამსახურებდნენ ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია), ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან არქიმანდრიტი სერაფიმე შემიატოვსკი, დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის სახელობის ქართული ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე კრეჩეტოვი, იაუზის კარიბჭესთან მდებარე მოციქულთა პეტრესა და პავლეს ტაძრის კლირიკოსი – სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის მეტოქიონის არქიმანდრიტი ალექსანდრე (კოტოვი), წმინდა გიორგის სამრევლოს კლირიკოსები და დედაქალაქის სასულიერო პირები.
მოსკოვის (საქალაქო) ეპარქიის ვებგვერდის ცნობით, ღმრთისმსახურება აღევლინა ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე. ლიტურგიის დასასრულების შემდეგ შესრულდა იოანე წინამორბედის სადიდებელი და წაკითხულ იქნა ლოცვა.
ვოსკრესენსკის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მლოცველებს გადასცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საწინამძღვრო კურთხევა და მათ სამღვდელთმთავრო სიტყვით მიმართა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025