
მოსკოვის საპატრიარქო
ვ.რ. ლეგოიდა: კიევის მიტროპოლიტ ონოფრისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური აქტია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეკლესიის მთელ მრავალმილიონიან სამწყსოსზე ზეწოლას
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 03.07.2025. ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, ვ.რ. ლეგოიდამ განცხადება გააკეთა 2025 წლის 2 ივლისს გამოქვეყნებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომელიც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხებოდა, – იტყობინება «Патриархия.ru».
„უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს ზეწოლას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსოს, სასულიერო პირებსა და ეპისკოპოსებზე – ქვეყანაში ერთადერთ კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიაზე. ტაძრების ჩამორთმევა, სასულიერო პირებისა და ერისკაცების დევნა, გაძევება, დაპატიმრებები და ეპისკოპოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები – ახლა ამ ჩამონათვალს დაემატა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, მისი უნეტარესობის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა“, – აღნიშნა ვ.რ. ლეგოიდამ.
მისი თქმით, ამ ნაბიჯის სამართლებრივი შეფასება ჯერ კიდევ წინ არის, „თუმცა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიტროპოლიტ ონოფრისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ არის მხოლოდ უკრაინის მოქალაქის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი ზომა“, არამედ მკაცრი პოლიტიკური აქტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ მრავალმილიონიან სამწყსოსზე ზეწოლას.
„ეს არის ეკლესიისა და მორწმუნეების დევნის გაგრძელება, რომლებიც უკრაინის მოქალაქეების უმრავლესობას შეადგენენ“, – განაცხადა სინოდალური განყოფილების მეთაურმა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025