
მოსკოვის საპატრიარქო
მისი უწმინდესობის, პატრიარქ კირილეს სამძიმარი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს დამასკოში, წინასწარმეტყველ ელიას ტაძარში, მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 22.06.2025. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანე X-ს სამძიმრის წერილი გაუგზავნა სირიის დედაქალაქში, წმინდა წინასწარმეტყველ ელიას ტაძარში, მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით.
მის უნეტარესობას, უნეტარეს იოანე X-ს, დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს
თქვენო უნეტარესობავ, უფალში საყვარელო ძმაო და ღვთის საყდრის წინაშე თანამსახურო!
გულის ტკივილით შევიტყვე დამასკოში, წინასწარმეტყველ ელიას ტაძარში განხორციელებული ტერორისტული აქტისა და მრავალი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვისა და დაჭრის შესახებ.
ამ სისხლიანი სისასტიკის მსხვერპლნი, რომელიც კაცობრიობის მტრის წაქეზებით მოხდა, მშვიდობიანი მოქალაქეები – მართლმადიდებელი მორწმუნეები გახდნენ, რომლებიც კვირა დღეს ღვთის ტაძარში ლოცულობდნენ. ქრისტიანების სისხლი კვლავ დაიღვარა ძველი დამასკოს ქუჩებში.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ და ღრმა თანაგრძნობას გიცხადებთ თქვენ და ანტიოქიის მოწამე-ეკლესიის მთელ სისავსეს. გამოვთქვამ იმედს, რომ ყველა შესაძლო ძალისხმევა გაკეთდება იმისათვის, რომ ამ დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები არ გაექცნენ პასუხისმგებლობას.
მშვიდობის ღმერთმა და სიუხვის მამამ დაე, ზეციურ სავანეებში განუსვენოს თავისი მოკლული მონები, კურნება მიანიჭოს დაჭრილებს და ანუგეშოს ყველა მგლოვიარე.
უფალში ძმური სიყვარულით და ლოცვით თქვენთვის და თქვენი წმინდა ეკლესიისთვის,
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025