
მოსკოვის საპატრიარქო
ბუკოვინის სოფელ ზაბოლოტიეში პოლიციის დახმარებით მიტაცებულ იქნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ილინსკის ტაძარი

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 31.05.2025. 2025 წლის 30 მაისს, „მეუ“-ს „კლირიკოსები“ და აქტივისტები პოლიციის მხარდაჭერით შეიჭრნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ილინსკის ტაძრის ტერიტორიაზე, ჩერნოვიცის ოლქის სოფელ ზაბოლოტიეში და ტაძარი შტურმით აიღეს.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ვებსაიტი ტაძრის მრევლის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, თავდამსხმელები მორწმუნეებს უბიძგებდნენ და სცემდნენ; შეამტვრიეს კარი და სიწმინდეში შეიჭრნენ. ამ დროს პოლიციელები სტოაში კედლად დადგნენ და მრევლს საშუალებას არ აძლევდნენ მათი მკრეხელური ქმედებისთვის ხელი შეეშალა.
ტაძრის დაკავების შემდეგ ძალოვნები მის ირგვლივ განლაგდნენ. დაპყრობილი ტაძრის თემის წევრები კი ტაძრის გვერდით შეიკრიბნენ და ილოცეს.
ქალაქ სტოროჟინეციდან ჩამოსული სქიზმატური სტრუქტურის „მღვდელი“, პეტრე ანდრიიჩუკი, რომელიც ტაძარზე თავდასხმაში მონაწილეობდა, უხეშად ლანძღავდა მრევლს, მერე კი, გაბრაზებულმა, ორჯერ დაარტყა ფეხი ერთ-ერთ მორწმუნეს – ინციდენტი ვიდეო-გადაღებით არის დაფიქსირებული. ამის შემდეგ პოლიცია იძულებული გახდა, იგი განზე გაეყვანა. თუმცა, პეტრე ანდრიიჩუკი მოგვიანებით დაბრუნდა და მრევლთან ძიძგილაობა განაგრძო.
ადგილზე ასევე იმყოფებოდა „მეუ“-ს „კაპელანი“ რომან გრიშჩუკი, რომელიც ადრე უკვე მონაწილეობდა ბუკოვინაში მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ტაძარზე თავდასხმაში.
რეიდერებმა ტაძარში საკვების მარაგი და ტურისტული ფარდაგები შეიტანეს და იქ ღამისთევით დარჩნენ.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025