
მოსკოვის საპატრიარქო
ბუკოვინაში, სტარიე ბროსკოვციში, „მეუ“-ს მომხრეებმა კანონიკური ეკლესიის ტაძარი დაიკავეს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 21.05.2025. 2025 წლის 20 მაისს, სოფელ სტარიე ბროსკოვციში, „მეუ“-ს რეიდერებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პეტრე-პავლეს ტაძარი დაიკავეს. ამის შესახებ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ვებსაიტი იტყობინება ჩერნოვიცი-ბუკოვინის ეპარქიის მორწმუნეებზე დაყრდნობით.
თავდასხმას ხელმძღვანელობდნენ „მეუ-ს კაპელანები“. ადგილზე რამდენიმე საპოლიციო დანაყოფი იმყოფებოდა.
„მეუ“-ს რეიდერები ასევე გეგმავდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ ერთი, პარასკევას ტაძრის, ხელში ჩაგდებას სტარიე ბროსკოვციში. თუმცა მათ უკან დახევა მოუწიათ, რადგან ბევრმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მოასწრო ადგილზე მისვლა სიწმინდის დასაცავად. მიუხედავად ამისა, მორწმუნეები უახლოეს მომავალში პარასკევას ტაძრის ხელახალი მიტაცების მცდელობას არ გამორიცხავენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბუკოვინაში პოლიცია სქიზმატებს დაეხმარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის მიტაცებაში.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025