მთავარი გვერდი ახალი ამბები
პოკროვისა და ნოვოუზენსკის ეპისკოპოსი თომა საქართველოს მ…

პოკროვისა და ნოვოუზენსკის ეპისკოპოსი თომა საქართველოს მონასტრებსა და ტაძრებს ეწვია და სიწმინდეები მოილოცა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 15.05.2025. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი პატრიარქის, კირილეს ლოცვა-კურთხევით, პოკროვის და ნოვოუზენსკის ეპისკოპოსი თომა მომლოცველობითი მოგზაურობით ეწვია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებს. პოკროვსკის ეპარქიის საიტის ცნობით, ვიზიტი 1-დან 7 მაისამდე გაგრძელდა და მოიცავდა თბილისის მონასტრებისა და ტაძრების, ასევე საქართველოს უძველესი დედაქალაქის, მცხეთისა და სხვა ქალაქების სიწმინდეების მოლოცვას.

ქ. ბათუმში ეპისკოპოსი თომა ეწვია ბათუმის ეპარქიის ადმინისტრაციას, სადაც შეხვდა აჭარისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის და ჯვართამაღლების მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მაქსიმეს (ბეჭვაია).

შეხვედრა გაგრძელდა წმიდა სამების დედათა მონასტერში სტუმრობით. სავანის წმიდა სამების მთავარ ტაძარში მთავარეპისკოპოსმა ილოცა ღვთისმსახურების დროს.

შემდეგ ეპისკოპოსი თომა ქალაქ თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ ტაძარში გაემგზავრა. 1864 წელს აშენებული ძველი ტაძარი თბილისის ორი ეკლესიიდან ერთ-ერთია, სადაც წირვა-ლოცვა საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. მღვდელთმთავარ თომას თბილად მიესალმა ტაძრის წინამძღვარი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი საქართველოში, დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი და თაყვანი სცა ტაძრის სიწმინდეებს. ტაძრის დათვალიერების შემდეგ, ეპისკოპოსმა თომამ სულის განსასვენებელი ლიტია აღასრულა მარადსახენებელ მიტროპოლიტ ზინობის (მაჟუგა), პროტოპრესვიტერ იოანე ლოზოვისა და ბერდიდ სქემარქიმანდრიტ ვიტალისთვის (სიდორენკო).

ვიზიტი გაგრძელდა აღმოსავლეთ საქართველოში, ბოდბეში, წმინდა მოციქულთასწორ ნინოს სახელობის მონასტრის მოლოცვით. მღვდელთმთავარმა თომამ მოილოცა წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი, სადაც თაყვანი სცა წმინდა მოციქულთასწორ ნინოს წმინდა ნაწილებს, ასევე, ილოცა ადგილზე განდიდებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინაშე. მღვდელთმთავარმა დაათვალიერა უძველესი მონასტრის შენობები, სადაც თექვსმეტი საუკუნის განმავლობაში დავანებულია საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნაწილები.

მომლოცველთა შემდეგი პუნქტი იყო ღვთისმშობლის მიძინების სახელობის თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი, სადაც ივერიის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე – წმინდა ნინოს, მოციქულთასწორის, საქართველოს განმანათლებლის ჯვარია დაცული. სიონის საკათედრო ტაძარში ასევე დაცულია წმინდა მოციქულ თომას თავი და საქართველოს მრავალი სასწაულმოქმედი ხატი. სიონის საკათედრო ტაძრის სიწმინდეების თაყვანისცემის შემდეგ, მეუფე თომა თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში მდებარე კარის წმინდა გიორგის ეკლესიას ეწვია. ამ ტაძარში ეპისკოპოსმა თომამ თავისი სულიერი მამის, მარად ხსენებული იღუმენის, ტიხონის (ბარსუკოვი) ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც იმ დღეს გარდაცვალებიდან ხუთი წელი შეუსრულდა.

ძველი ივერიის სიწმინდეების ლოცვითი თაყვანისცემა ძველ მცხეთაში გაგრძელდა, უძველესი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი), ასევე, ჯვრის მონასტრის მოლოცვით. მე-4 საუკუნის უძველესი მონასტრის საკათედრო ტაძარში დაბრძანებულია უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, სასწაულმოქმედი ხატები და ქართველ წმინდანთა წმინდა ნაწილები.

მოციქულთასწორ წმინდა ნინოს სახელობის სამთავროს დედათა მონასტერი ცნობილია საქართველოს საზღვრებს მიღმაც. მეუფე თომამ თაყვანი სცა ღირსი გაბრიელის (უგრებაძე) წმინდა ნეშტს. დიდ ბერს განსაკუთრებით პატივს მიაგებენ საქართველოში; აღესრულა ის 1995 წელს და წმინდანად შერაცხილ იქნა უკვე 2012 წელს.

საქართველოს მონასტრებისა და სიწმინდეების მოლოცვის დასასრულს, ეპისკოპოსმა თომამ მცხეთასთან ახლოს მდებარე შიო-მღვიმის მონასტერი მოილოცა, დაათვალიერა ღირსშესანიშნაობები და თაყვანი სცა ღირსი შიო მღვიმელის წმინდა ნაწილებს და სავანეში დაცულ უძველეს სიწმინდეებს.

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მუშაობას უხელმძღვანელა

17.02.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილესადმი ინტრონიზაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

უწმინდესი პატრიარქი კირილე საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ საშობაო მილოცვა გაუგზავნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების მორიგი წლისთავი მიულოცა

25.12.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს მიულოცეს

20.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

მისალოცი წერილი უწმინდეს პატრიარქ კირილესგან რუსული სამყაროს XVII ასამბლეის მონაწილეებს

20.10.2025

ასტანაში ჩატარებული ყრილობის ფარგლებში უწმინდესი პატრიარქი კირილე რელიგიურ ლიდერებს შეხვდა

18.09.2025

შედგა შეხვედრა უწმინდეს პატრიარქ კირილესა და იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს შორის

17.09.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2025

ზოგადსაეკლესიო ასპირანტურაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად“

29.11.2025

XXVII მსოფლიო რუსული სახალხო კრების ფარგლებში სექციაზე „დიპლომატია და რუსეთის მართლმადიდებლობის დაცვის უფლება“, განიხილეს მართლმადიდებლობის დაცვის საკითხები

18.11.2025

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებმა სსკგ-ის თავმჯდომარეს სამღვდელთმთავრო მსახურების 10 წლის იუბილე მიულოცეს

10.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

საპატრიარქო მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მღვდელთმთავრად კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით

26.10.2025

ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ახალი სამყარო და ქრისტიანული ცივილიზაცია“

19.10.2025

სსკგ-ის თავმჯდომარე ერაყში ქრისტიანული თემების წარმომადგენლებს შეხვდა

28.09.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

14.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب