
მოსკოვის საპატრიარქო
„მეუ“-ს რეიდერებმა ბუკოვინის სოფელ სპასკაიაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი დაიპყრეს

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 13.05.2025. 2025 წლის 12 მაისს, უკრაინის ჩერნოვცის ოლქის სოფელ სპასკაიაში, „მეუ“-ს კლირიკოსებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ტაძარი დაიპყრეს, რომელიც დიდმოწამე იოანე სოჩაველის სახელზეა ნაკურთხი.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ტაძრის მრევლისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, ბოროტმოქმედებმა ჯერ გვერდიდან შესასვლელი კარი შეანგრიეს, მერე კი შიგნიდან XIX საუკუნის ძველი ბოქლომი მოტეხეს მთავარ კარზე. ტაძარში შეჭრას ხელმძღვანელობდა რომან გრიშჩუკი, რომელიც ასევე მონაწილეობდა სხვა საეკლესიო შენობების დარბევაში.
აღნიშნული ტაძარი სოფელ სპასკაიაში აშენდა 1876 წელს ავსტრიის იმპერატორისა და ბუკოვინის ვოევოდის, ფრანც იოზეფ I-ის სახსრებით.
მანამდე, მჟკ-ს ცნობით, სოფელ სპასკაიაში მდებარე წმინდა დიდმოწამე იოანე სოჩაველის ტაძრის მრევლმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ერთგულებას ინარჩუნებს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, რომელსაც წინამძღვრობს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე. შეკრებაზე ამ გადაწყვეტილებას 110-მა ადამიანმა მისცა ხმა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025