მთავარი გვერდი ახალი ამბები
„მეუ“-ს რეიდერებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად…

„მეუ“-ს რეიდერებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩერკასში წმინდა ანდრიას ტაძარი დაიკავეს


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 07.05.2025. 2025 წლის 6 მაისს ჩერკასში (უკრაინა) წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ტაძარი მიიტაცეს. მიუხედავად იმისა, რომ ის იურიდიულად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერკასის ეპარქიას ეკუთვნის, ხელისუფლებამ მას მიაწერა რეალურად არარსებული „მეუ“-ს თემი და ტაძარი თაღლითურად „გადასცა“ ამ სქიზმატურ სტრუქტურას.

„მეუ“-ს „სასულიერო პირები“ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ტაძარში შეიჭრნენ და წმინდა ანდრიას ტაძრის სამრევლოს ქონების აღწერა დაიწყეს, იტყობინება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის საიტი. პოლიციამ ეკლესიის კარიბჭე გადაკეტა და საკუთარი ტაძრიდან გამოძევებულ მრევლს შესვლის უფლება არ მისცა; ხალხი ქუჩაში ლოცულობდა.

ამ ღონისძიებამ ქალაქის ხელმძღვანელობისგან სრული მხარდაჭერა მიიღო: მრევლთან საუბრისას შესაბამისი განცხადებები გააკეთეს მერმა ანატოლი ბონდარენკომ და ჩერკასის საქალაქო საბჭოს მდივანმა.

როგორც ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტმა თეოდოსიმ თავის განცხადებაში განაცხადა, რომ სასულიერო პირებმა და მრევლმა სცადეს სიწმინდის მშვიდობიანად და კანონიერად დაცვა, თუმცა უარი მიიღეს. მათმა სამართალდამცავებმა ისინი უბრალოდ საკუთარი სიწმინდიდან გამოაძევეს.

სასულიერო პირებმა ხელისუფლებას შესთავაზეს დავის იურიდიულად –სასამართლოს გზით მოგვარება, თუმცა პირდაპირი უარი მიიღეს. „ჩვენ უბრალოდ ტაძრიდან გამოგვაგდეს. ჩერკასის პოლიციის უფროსმა სიწმინდეში შესვლაც კი აგვიკრძალა. ახლა ტაძარს პოლიცია იცავს, რომელიც დანაშაულებრივ ბრძანებას ასრულებს, რაც არღვევს კონსტიტუციას და ეროვნული პოლიციის შესახებ კანონს“, – აღნიშნა მღვდელთმთავარმა.

მან გაიხსენა, რომ როდესაც ჩერკასში 2024 წლის 17 ოქტომბერს მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი მიიტაცეს, ეს გააკეთეს „აშკარა ბანდიტებმა – ჯოხებით, სპრეის ქილებით, იარაღით“. „დღეს კი არანაირი ბრბო – მხოლოდ პოლიცია. სწორედ მათ გააძევეს მორწმუნეები ტაძრიდან და უკან არ შეუშვეს. ესენი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ჩვენ მათთან ბრძოლას არ ვაპირებთ, მაგრამ როდესაც მთავრობა აძევებს მორწმუნეებს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ომს აწარმოებს თავისი ეკლესიის წინააღმდეგ“, – დაასკვნა მიტროპოლიტმა თეოდოსიმ.

მეუფემ აღნიშნა, რომ მორწმუნეებმა წმინდა რელიქვიების ნაწილის გამოტანა მოახერხეს: „ჩვენ კეთილკრძალულებით გამოვიტანეთ სამკვეთლო და ლუსკუმა წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის პანტელეიმონის წმინდა ნაწილებით, რომელიც დროებით წმინდა ანდრიას ტაძარში იყო დაბრძანებული. ხალხი ტიროდა, ლოცულობდა და პოლიციის მიერ ჩაკეტილი კარიბჭის წინ თავის ტაძარს ემშვიდობებოდა“.

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილესადმი ინტრონიზაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

უწმინდესი პატრიარქი კირილე საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ საშობაო მილოცვა გაუგზავნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების მორიგი წლისთავი მიულოცა

25.12.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს მიულოცეს

20.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

მისალოცი წერილი უწმინდეს პატრიარქ კირილესგან რუსული სამყაროს XVII ასამბლეის მონაწილეებს

20.10.2025

ასტანაში ჩატარებული ყრილობის ფარგლებში უწმინდესი პატრიარქი კირილე რელიგიურ ლიდერებს შეხვდა

18.09.2025

შედგა შეხვედრა უწმინდეს პატრიარქ კირილესა და იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს შორის

17.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2025

ზოგადსაეკლესიო ასპირანტურაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად“

29.11.2025

XXVII მსოფლიო რუსული სახალხო კრების ფარგლებში სექციაზე „დიპლომატია და რუსეთის მართლმადიდებლობის დაცვის უფლება“, განიხილეს მართლმადიდებლობის დაცვის საკითხები

18.11.2025

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებმა სსკგ-ის თავმჯდომარეს სამღვდელთმთავრო მსახურების 10 წლის იუბილე მიულოცეს

10.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

საპატრიარქო მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მღვდელთმთავრად კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით

26.10.2025

ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ახალი სამყარო და ქრისტიანული ცივილიზაცია“

19.10.2025

სსკგ-ის თავმჯდომარე ერაყში ქრისტიანული თემების წარმომადგენლებს შეხვდა

28.09.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

14.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب