მთავარი გვერდი ახალი ამბები
იერუსალიმის საპატრიარქოს განცხადება რელიგიის თავისუფლებ…

იერუსალიმის საპატრიარქოს განცხადება რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ესტონეთში ახლახან მიღებული კანონის შესახებ


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 01.05.2025. 2025 წლის 30 აპრილს იერუსალიმის საპატრიარქომ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა ესტონეთის რიიგიკოგუს (პარლამენტის) მიერ 9 აპრილს „ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ქვემოთ ვაქვეყნებთ განცხადების თარგმანს.

„რაჲმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათა ერთად!“ 

(ფს. 132:1)

ვენს ეკლესიაში ერთობის სულისკვეთებითა და სწრაფვით, იერუსალიმის საპატრიარქო გამოთქვამს შეშფოთებას ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) მიერ 9 აპრილს ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ ახალი კანონის მიღების გამო, რომელიც ესტონეთის ეკლესიას აიძულებს, გაწყვიტოს კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ეს გადაწყვეტილება ეკლესია-მონასტრების უამრავ მორწმუნეს ეხება მთელი ესტონეთის მასშტაბით.

იერუსალიმის საპატრიარქო მტკიცედ იცავს უსაფრთხო და თავისუფალი ღვთისმსახურების უფლებას. იერუსალიმში ჩვენ მწვავედ ვაცნობიერებთ უსაფრთხოების მიზნით ღვთისმსახურებაზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებსაც ყოველწლიურად ვაწყდებით წმინდა ცეცხლის გარდამოსვლისას აღსრულებული ლიტურგიის დროს. არ არსებობს მიზეზი, რომ მშვიდობიანი ხალხის რელიგიური შეხედულებები და პრაქტიკები იარაღად იქცეს. ჩვენ მოვუწოდებთ ესტონეთის მთავრობას, გადახედოს ამ კანონს ესტონეთში მცხოვრები ყველა მორწმუნის საკეთილდღეოდ. ჩვენი ეკლესიისთვის კი ეს კიდევ ერთი მაგალითია ერთობის გადაუდებელი საჭიროებისა.

მსოფლიო დაიღალა კონფლიქტებისგან, და ამ დროს უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ ძალისხმევა გამოიჩინოს დიალოგისა და კურნებისათვის. ჩვენ ერთი სხეული ვართ, თუმცა ბევრნი ვართ, და ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ვიყოთ მშვიდობისმყოფელები, რომლებსაც კაცობრიობა გადაუდებლად საჭიროებს. ჩვენ ამას ვერ მივაღწევთ, თუ განხეთქილება და დაპირისპირება ერთმანეთს გვაშორებს. იერუსალიმის საპატრიარქო აღიარებს ევროპასა და მთელს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს, ტკივილსა და განხეთქილებებს ამ რთულ დროში და კვლავ მოუწოდებს დიალოგსა და შერიგებაზე დაფუძნებული ძმური მსჯელობებისკენ.

იერუსალიმის საპატრიარქო, შერიგებისა და მშვიდობის დამყარების საუკუნოვანი ძალისხმევის საფუძველზე, კეთილი ნებისა და შუამავლობის ხელს უწვდის ჩვენს ძმა-პატრიარქებს. მოდით, ერთად შევიკრიბოთ და დავთესოთ მშვიდობისა და კურნების თესლი, რათა დასრულდეს ტანჯვები და ხელი შევუწყოთ მართლმადიდებლური ოჯახის გამოჯანსაღებას.

გაზიარება:
შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب