
მოსკოვის საპატრიარქო
ბროვარის სამრევლო პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის დაპყრობის შემდეგაც უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული რჩება


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 30.04.2025. კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე ლევჩუკმა და სამრევლოს წევრებმა ვიდეო-მიმართვა ჩაწერეს მას შემდეგ, რაც 30 აპრილს „მეუ“-ს წარმომადგენლებმა მათი ტაძარი დაიკავეს, – იტყობინება მჟკ.
„დღეს ჩვენს ქალაქში, ბროვარიში, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. დილის ხუთ საათზე უცნობი ახალგაზრდა მამაკაცები სპორტულ კოსტიუმებში ჩაცმულნი მოვიდნენ რამდენიმე „მღვდელთან“ ერთად, რომლებიც საკუთარ თავს კაპელანებს უწოდებდნენ. მათ კარიბჭეს საკეტები დააჭრეს, შევიდნენ ტაძრის ტერიტორიაზე, კარიბჭე ჯაჭვებით ჩაკეტეს და საკუთარი ბოქლომები ჩამოკიდეს. შემდეგ გაბურღეს ტაძრის საკეტები, გააღეს კარი, შევიდნენ საკათედრო ტაძარში, გააღეს „მსწრაფშემსმენელის“ ტაძრის კარი, გააღეს ყველა სხვა სათავსო ოთახი, რომელიც ჩვენი ეკლესიის ტერიტორიაზეა“, – განაცხადა მამა ალექსანდრემ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2025 წლის 13 მარტს, მოხდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის „მეუ“-ზე .უკანონო გადაფორმება. ამის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წინამძღვარს ეკლესიის შენობის გასაღებების გადაცემა მოსთხოვეს.
თუმცა, ტაძრის სამრევლოს არცერთ წევრს არ გამოუთქვამს „მეუ“-ში გადასვლის სურვილი, – ხაზი გაუსვა დეკანოზმა ალექსანდრე ლევჩუკმა. მისი სიტყვებით, ტაძრის მღვდელმსახურებმა არაერთხელ გამოკითხეს მორწმუნეები, ხომ არ სურდათ იურისდიქციის შეცვლა, და ყოველ ჯერზე ისინი ადასტურებდნენ, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში რჩებოდნენ.
დაახლოებით ერთი თვის წინ, „მეუ“-ს წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ მცდელობა, გაეტეხათ საკეტები და ხელში ჩაეგდოთ სიწმინდე, მაგრამ მაშინ ეს მცდელობა დღისით მოხდა და მრევლმა თავდამსხმელების შეჩერება მოახერხა. პოლიცია მაშინ უმოქმედოდ იდგა.
ახლა, პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის წართმევის შემდეგ, საეკლესიო თემი სალოცავ ადგილს ეძებს.
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025