მთავარი გვერდი ახალი ამბები
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო…

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს

სააღდგომო ეპისტოლე

მწყემსთმთვარებს, მწყემსებს, დიაკვნებს, მონაზვნებს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ შვილს

უფალში საყვარელნო ყოვლადუსამღვდელოესნო მწყემსთმთავარნო, ყოვლადპატიოსანნო მღვდელნო და დიაკონნო, ღვთისმოყვარე მონაზონნო, ძვირფასნო ძმანო და დანო!

ქრისტე აღდგა!

ამ სიცოცხლის დამადასტურებელი და უზარმაზარი სულიერი ძალით აღსავსე სიტყვებით გულითადად მოგესალმებით ყველას და გილოცავთ წმინდა პასექის დიდ და ბრწყინვალე დღესასწაულს.

შემთხვევითი არ არის, რომ საეკლესიო ტრადიცია ამ დღეს უწოდებს დღესასწაულთა დღესასწაულს და ზეიმთა ზეიმს, რადგან ქრისტეს აღდგომა – ეს არის მტკიცე საფუძველი ჩვენი რწმენისა და სასოებისა. მასშია თითოეული ადამიანის ფერისცვალება და განახლება, მარადიული სიცოცხლის ნათელი და წარუვალი სიხარულის წყარო. ქრისტეს აღდგომამ მოსპო კაცობრიობის ყველაზე საშინელი მტრები – ცოდვა და სიკვდილი, დაშალა ბარიერი ღმერთსა და ადამიანებს შორის და გაგვათავისუფლა ბოროტის ბატონობისგან.

ადიდებდა რა მაცხოვრის აღდგომას, წმინდა ნიკოლოზ სერბი წერდა, რომ „ქრისტეს გამარჯვება არის ერთადერთი გამარჯვება, რომლითაც ყველა ადამიანს შეუძლია გაიხაროს, პირველქმნილიდან უკანასკნელამდე. ყველა სხვა ამქვეყნიური გამარჯვება ყოველთვის ყოფდა და ყოფს ადამიანებს... მხოლოდ ქრისტეს გამარჯვება – როგორც მზე, ნათელ სხივებს ჰფენს ყველას, ვინც მის ქვეშ დგას“ (საუბრები. სახარება სიკვდილის დამთრგუნველლის შესახებ).

ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს, ვინც ხსნისკენ ისწრაფვის, თითოეულ მორწმუნეს და ქრისტეს მიმდევარს, შესაძლებლობა ენიჭება, დაამარცხოს ცოდვა და მოციქულისა და მახარებლის, იოანეს სიტყვისაებრ გახდეს ღვთის საყვარელი შვილი (1 ინ. 3:1).

ჩვენ ვზეიმობთ პასექს, არა გარდასვლას ერთი მიწიდან მეორეზე, თუნდაც აღთქმულ მიწაზე, როგორც აღნიშნავდნენ ძველი ებრაელები ძველაღთქმისეულ პასექს, როდესაც ხარობდნენ და ზეიმობდნენ ეგვიპტის მრავალწლიანი ტყვეობიდან გათავისუფლებას. ჩვენი პასექი სხვა რამეზეა. უფალმა გაგვათავისუფლა ცოდვის სიბნელისგან და სიკვდილის აჩრდილისგან (ლკ. 1:79) და გვიბოძა ზეციური სასუფეველი.

„ქრისტემ თავისუფლების შუქზე გამოიყვანა სევდიანი პატიმრები – ზეციური სამოთხის სიმღლეებისკენ წაიყვანა ისინი მხიარულებით“ (ჰიმნი XXXVIII), – ღირსი ეფრემ ასურის ეს აღმაფრთოვანებელი სტრიქონები გამოხატავს პასქალური საიდუმლოს – ბოროტის ზემოქმედებისგან ადამიანის გამოხსნის – ღრმა განცდას. ბოროტება არ გამქრალა, მაგრამ ადამიანმა ღვთის მადლის ძალით შეიძინა უნარი, შეებრძოლოს ბოროტებას და დაამარცხოს ის სინანულის, ლოცვის და წმინდა ევქარისტიის საიდუმლოში მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარების გზით. ამიტომ, პავლე მოციქულთან ერთად ვადასტურებთ, რომ ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი ჩვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში (რომ. 8:11).

ქრისტეს პასექი აღნიშნავს მიწიერი ხრწნილებიდან ღმერთთან მარადიულ ცხოვრებაში გარდასვლას და ერთობას ჩვენს შემოქმედთან და გამომსყიდველთან. ამიტომ, ვხარობთ რა ჩვენთვის აღმდგარი იესოთი და მადლიერებით ვიღებთ ცხოვრების სასუმელს (ფს. 115:4), რომელშიც ეკლესია გვაძლევს უკვდავების ჭეშმარიტ საჭმელსა და სასმელს - ქრისტეს ხორცსა და სისხლს, დაუღალავად და დაუდუმებელად ვადიდოთ უფალი სიყვარულისა და გულმოწყალების საქმეებით, რათა წარმოვდგეთ მის ერთგულ მოწაფეებად.

და თუმც ჩვენი სწრაფვა სიკეთისა და წარმატებისკენ საღვთო საქმეში შეიძლება ზოგჯერ ქვრივის მოკრძალებულ ლეპტად მოგვეჩვენოს (მარკოზი 12:42), მაგრამ მაინც ყოველთვის ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ შესუსტდეს ჩვენში რწმენის სიმტკიცე და სასოების შეურყევლობა, რამეთუ ვიცით, რომ ჩვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე (1 კორ. 15:58).

მაშ, ვაქოთ და ვადიდოთ აღდგომილი მაცხოვარი, სიყვარულით ჩავეხუტოთ ერთმანეთს და აღდგომის გაუკრთომელი სიხარული გავუზიაროთ ყველა ადამიანს, ვისაც ღმერთი შეგვახვედრებს ჩვენი ცხოვრების გზაზე, და სიტყვით დასაქმით დავამოწმოთ, რომ

ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!

+ კირილე, 

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი 

აღდგომა ქრისტესი 

2025 წ.

გაზიარება:
შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب