
მოსკოვის საპატრიარქო
საზოგადოებასთან და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის განყოფილებამ კიშინიოვის აეროპორტში ბელცისა და ფალეშტის მთავარეპისკოპოსის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 18.04.2025. საზოგადოებასთან და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის განყოფილებამ განცხადება გაავრცელა კიშინიოვის აეროპორტში ბელცისა და ფალეშტის მთავარეპისკოპოს მარკელის თვითნებურ დაკავებასთან დაკავშირებით.
17 აპრილს, ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს, მოლდოვის რესპუბლიკის ხელისუფლებამ აეროპორტში დააკავა ბელცისა და ფალეშტის მთავარეპისკოპოსი მარკელი, რითაც მიზეზის აუსნელად ხელი შეუშალა მის გამგზავრებას ისრაელის სახელმწიფოში.
როგორც ცნობილია, მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა წმინდა მიწაზე გაფრენა განიზრახა, რათა მონაწილეობა მიეღო უკვე ტრადიციად ქცეულ მადლმოსილი ცეცხლის ჩამოტანაში.
ხელისუფლებას არ განუმარტავს საკუთარი ქმედებები, რის შედეგადაც მილიონობით მოლდოველ მორწმუნეს შეიძლება ჩამოერთმევას დიდი შაბათის ცეცხლის შეხვედრის შესაძლებლობა თავიანთ ეკლესიებსა და მონასტრებში. ამასთან, როგორც დასტურდება, ე.წ. ბესარაბიის მიტროპოლია, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მონაწილეობს მადლმოსილი ცეცხლის ჩამოტანაში.
აღნიშნულ ინციდენტს განვიხილავთ რელიგიური თავისუფლების უხეშ დარღვევად და დისკრიმინაციული პოლიტიკის მაგალითად, რომელიც მიმართულია მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების უკანონო შეზღუდვაზე.
მოვუწოდებთ, გამოძიებულ იქნას აღნიშნული ინციდენტი და დადგენილნი და დასჯილნი იქნენ ბელცისა და ფალეშტის მთავარეპისკოპოს მარკელის უფლებების დარღვევაში დამნაშავე პირები.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
13.03.2025
07.01.2025